|
დასახელება:
კონდიტერი
|
| მომწოდებელი:
Chirifruit
|
|
გამოქვეყნდა: 20 აპრილი
/ ბოლო ვადა: 20 მაისი
|
კომპანია "ჩირიფრუტი" წარმოადგენს ქართულ საკონდიტრო ბრენდს, რომელიც ქმნის მაღალი ხარისხის, ხელნაკეთ შოკოლადსა და შოკოლადში ამოვლებულ ტკბილეულს.
ამ ეტაპზე ვეძებთ მოტივირებულ და დეტალებზე ორიენტირებულ თანამშრომელს პოზიციაზე:
კონდიტერი (შოკოლადის მიმართულება)
მოვალეობები:
** შოკოლადის პროდუქციის მომზადება და არსებულის გაუმჯობესება.
** შოკოლადში ამოვლებული ხილისა და სხვა პროდუქციის შექმნა
** ახალი გემოების შექმნა და განვითარება
** პროდუქციის ხარისხის კონტროლი
** ჰიგიენური ნორმების დაცვა
** სამუშაო პროცესში სტანდარტების დაცვა
მოთხოვნები:
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** შოკოლადთან მუშაობის საბაზისო ცოდნა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** სისუფთავისა და წესრიგის დაცვა
** გუნდური მუშაობის უნარი
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: სრული ან ნახევარი განაკვეთი (შეთანხმებით)
** ანაზღაურება: შეთანხმებით (გამოცდილების მიხედვით)
** სამუშაო ადგილი: თბილისი
თუ გსურთ გახდეთ ჩირიფრუტის გუნდის ნაწილი და შექმნათ უნიკალური, გემრიელი პროდუქტები, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მეილზე: prchirifruit@gmail.com
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 599730509 მარი.
|
|
|
|