|
დასახელება:
უმცროსი მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
სამედიცინო დაწესებულება
|
|
გამოქვეყნდა: 20 აპრილი
/ ბოლო ვადა: 20 მაისი
|
სამედიცინო დაწესებულება აცხადებს ვაკანსიას უმცროსი მენეჯერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი
ანაზღაურება: 1000 ლარი + ბონუსი
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი 09:00 - 17:00;
ძირითადი ფუნქციები:
** პაციენტის სადაზღვევო სტატუსის დადგენა სახელმწიფო პორტალზე;
** სამედიცინო მომსახურების ღირებულების განსაზღვრა და გადახდების უზრუნველყოფა.
** განყოფილებაში შემოსული პაციენტის რეგისტრაცია;
** პაციენტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება, საგარანტიო წერილების გააქტიურება;
** პაციენტის მონაცემების რეგისტრაცია/აღრიცხვა სახელმწიფო პორტალზე. კერძო დაზღვევით მოსარგებლე პაციენტის შემთხვევაში შესაბამის სადაზღვევო კომპანიაში შეტყობინების დატოვება და პროგრამაში ასახვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სამედიცინო ან ჯანდაცვის მიმართულებით)ან შესაბამისი მიმართულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** უცხო ენა - B1 დონეზე
** MS Office - სამომხმარებლო დონეზე
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: medicalcompanyjobs@gmail.com (გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, სათაურის ("subject") ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "უმცროსი მენეჯერი"
მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებას!
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.
|
|
|
|