Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=715420&print=yes&view=jobs
 
საკრედიტო ადმინისტრატორი - გლდანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საკრედიტო ადმინისტრატორი - გლდანი
მომწოდებელი: ხალიკ ბანკი
გამოქვეყნდა: 20 აპრილი / ბოლო ვადა: 20 მაისი
ს/ს "ხალიკ ბანკი საქართველო" აცხადებს ვაკანსიას გლდანის ფილიალის საკრედიტო ადმინისტრატორის პოზიციაზე.

სს "ხალიკ ბანკი საქართველო" წარმოადგენს სს "ყაზახეთის სახალხო ბანკი"-ს შვილობილ ორგანიზაციას, რომელიც არის ყაზახეთის საფინანსო ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი.

ვაკანსიის დასახელება: საკრედიტო ადმინისტრატორი (გლდანის ფილიალი)
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
განაკვეთი: სრული

განცხადებების წარდგენის ბოლო ვადა: 3 მაისი

ძირითადი მოვალეობები:

** საკრედიტო ადმინისტრირების პროცესების წარმოება და ორგანიზება;
** ყველა სახის, საცალო და ბიზნეს დაკრედიტების მიმართულებით სესხების გაცემა/დაფარვის პროცესის უზრუნველყოფა;
** საკრედიტო დოსიეს ფაილინგი და მონიტორინგი სესხის სრულ დაფარვამდე;
** საკრედიტო ოპერაციების ადმინისტრირების ტექნოლოგიური პროცესების და დადგენილი ვადების დაცვის კონტროლი;;
** საკრედიტო პროდუქტებისა და დოკუმენტური ოპერაციების ბუღალტრული აღრიცხვა, წარმოება და კონტროლი
** საბანკო პროგრამის მოდულში მონაცემთა ბაზის მართვა და კონტროლი;
** ანგარიშგების და მოხსენებების მომზადება, შედეგი და ანალიზი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება საბანკო საქმის, ეკონომიკის, სამართალმცოდნეობის ან ბიზნეს ადმინისტრირების კუთხით;
** სასურველია საბანკო სფეროში საკრედიტო ან/და საკრედიტო ადმინისტრირების ან/და ამ საქმიანობასთან დაკავშირებული ოპერაციების ბუღალტრული აღრიცხვის კუთხით მუშაობის მინიმუმი 1 წლიანი გამოცდილება;
** ქართული და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა (სალაპარაკო, წერილობითი, საკომუნიკაციო) და უცხო ენების ცოდნა (სასურველია ინგლისური ენის ცოდნა)
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ფლობა;

უნარები:

** გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები
** სიახლეების ადვილად ათვისების უნარი
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს და გსურთ ჩვენს ბანკში მუშაობა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@hbg.ge

თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ დასაქმების განხილვის მიზნებისათვის და არ მოხდება თქვენი თანხმობის გარეშე მესამე პირებთან გადაცემა.

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "კრედ-ადმინი"

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 3 მაისი, 2026 წ.

შენიშვნა: მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დაენიშნებათ გასაუბრება.

გაცნობებთ, რომ კანდიდატის შესახებ მონაცემებს სს "ხალიკ ბანკი საქართველო" ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად, ამავე კანონის მე-5 მუხლის "ა", "ი" და "კ" ქვეპუნქტების საფუძველზე.

კანდიდატის მონაცემების დამუშავების მიზანს წარმოადგენს გამოცხადებულ ვაკანსიასთან, მათ შორის ფორმალურ კრიტერიუმებთან შესაბამისობის დადგენა.

კანდიდატის შესახებ ინფორმაცია ინახება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის "ი" ქვეპუნქტის შესაბამისად, არაუმეტეს 2 (ორი) წლის ვადით. ამასთან, კანდიდატის შესახებ ინფორმაცია შესაძლებელია განხილული იქნეს მომავალში გამოცხადებულ ვაკანსიასთან დაკავშირებით.დაკავშირება.

იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ თქვენი მონაცემები დამუშავდეს მომავალში გამოცხადებულ ვაკანსიასთან დაკავშირებით, გთხოვთ, გვაცნობეთ აღნიშნულის შესახებ.

თქვენ უფლება გაქვთ ისარგებლოთ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის III თავით გათვალისწინებული უფლებებით და მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით მოითხოვოთ: ინფორმაცია; მონაცემთა გაცნობა და მათი ასლის მიღება; მონაცემთა გასწორება, განახლება, შევსება; დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება; მონაცემთა დაბლოკვა ან ისარგებლოთ სხვა უფლებებით, თუ არ არსებობს ამავე კანონით გათვალისწინებული მონაცემთა სუბიექტის უფლებების შეზღუდვის საფუძვლები.

თქვენი პოზიცია მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით შეგიძლიათ წარმოადგინოთ ნებისმიერ დროს, ელექტრონული ფოსტის მისამართზე hr@hbg.ge | info@hbg.ge ან დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე - 032 224 07 07.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია