|
დასახელება:
გაყიდვების ჯგუფის ხელმძღვანელი
|
| მომწოდებელი:
Estemed
|
|
გამოქვეყნდა: 20 აპრილი
/ ბოლო ვადა: 15 მაისი
|
"Estemed" არის ესთეტიკური მედიცინის პრემიუმ კლასის სადისტრიბუციო კომპანია, რომელიც წარმოადგენს მსოფლიოს წამყვან ბრენდებს FillMed, Motiva, Valmont, Endospheres და სხვა. ჩვენი კლიენტები არიან კოსმეტოლოგები, პლასტიკური ქირურგები და პრემიუმ სპა/ველნეს ცენტრები საქართველოში.
ვაკანსია: გაყიდვების ჯგუფის ხელმძღვანელი
გაყიდვების გუნდის სტრატეგიული ხელმძღვანელობა და ყოველდღიური მართვა, ბრენდ მენეჯერებთან სინქრონიზებული სტრატეგიის შემუშავება, კომერციული მიზნების შესრულება და გუნდის განვითარება.
ჩვენ გთავაზობთ:
** ფიქსირებული ანაზღაურება 5, 000₾
** სამოტივაციო საბონუსე სისტემა, რომელიც გუნდის კომერციულ შედეგებზეა მიბმული;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კვება;
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობა სწრაფად მზარდ კომპანიაში;
** საერთაშორისო ბრენდებთან და კონგრესებთან მუშაობის გამოცდილება და ტრენინგები.
ძირითადი მოვალეობები:
** გაყიდვების გუნდის ყოველდღიური კოორდინაცია და ყოველკვირეული შეხვედრების წარმართვა;
** ყოველთვიური, კვარტალური და წლიური გეგმების შედგენა/შესრულების უზრუნველყოფა ბრენდების მიხედვით;
** მომხმარებლის ბაზის სტრატეგიული განვითარება;
** CRM-ის მართვა ლიდების პანელი, ანალიტიკა, ანგარიშგება;
** დებიტორული დავალიანებებისა და კონსიგნაციის პოლიტიკის კონტროლი;
** ყოველთვიური ანგარიშის მომზადება ოპერაციული დირექტორისთვის;
** ახალი სეგმენტების ათვისების ინიციირება და განხორციელება.
საჭირო კვალიფიკაცია
** გაყიდვების ან კომერციული მართვის სფეროში 5-6 წლიანი გამოცდილება; აქედან მინიმუმ 3 წელი გუნდის მართვაზე;
** B2B გაყიდვების სექტორის ცოდნა აუცილებელია ესთეტიკური მედიცინა, ფარმაცევტიკა ან პრემიუმ სეგმენტის მიმართულებით;
** CRM სისტემის (Bitrix24 ან ანალოგი) მაღალ დონეზე ფლობა;
** ანალიტიკური აზროვნება გეგმა vs რეალური შედეგების გაზომვა, კონვერსია, დებიტორების მართვა;
** სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენების C1 დონეზე ფლობა.
გამოაგზავნეთ CV და სამოტივაციო წერილი მეილზე: info@estemed.ge
სათაურში მიუთითეთ: "გაყიდვების ხელმძღვანელი"
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 15 მაისი 2026
|
|
|
|