Робота для біженців з України
მემონტაჟე-ვიდეოგრაფი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მემონტაჟე-ვიდეოგრაფი
მომწოდებელი: აზროვნების აკადემია
გამოქვეყნდა: 17 აპრილი / ბოლო ვადა: 16 მაისი
"აზროვნების აკადემია" აცხადებს ვაკანსიას მემონტაჟე-ვიდეოგრაფის პოზიციაზე.

ვაკანსიის აღწერა

"აზროვნების აკადემია" არის მრავალმიმართულებიანი კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაცია, რომელიც ქმნის განვითარებაზე ორიენტირებულ სივრცეს ბავშვებისთვის, მოზარდებისთვის და ზრდასრულებისთვის.

აკადემიის შესახებ ინფორმაცია სრულად შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://azraki.ge/

აზროვნების აკადემია აცხადებს კონკურსს მემონტაჟე-ვიდეოგრაფის პოზიციაზე. პოზიციის მიზანია აკადემიის საგანმანათლებლო, სარეკლამო და ბრენდირებული ვიდეო-კონტენტის პროფესიონალური გადაღება და მონტაჟი, რომელიც შეესაბამება ორგანიზაციის ვიზუალურ იდენტობას, კომუნიკაციის სტრატეგიას და უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ციფრულ წარმოდგენას სხვადასხვა პლატფორმაზე.

ლოკაცია: თბილისი, ბაგები, ზ.საკანდელიძის #9
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, (კვირაში არაუმეტეს 40 საათისა)
ანაზღაურება: განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კონტენტის შექმნა: საგანმანათლებლო, სარეკლამო და სოციალური მედიის ვიდეომასალის სრული ციკლით წარმოება (დაგეგმარება, გადაღება, მონტაჟი);
** პოსტ-პროდაქშენი: ვიდეომასალის ფერთა კორექცია, ხმის დამუშავება (Sound Design) და ბაზისური გრაფიკული ელემენტების დამატება;
** კრეატიული თანამშრომლობა: მარკეტინგის და კონტენტ-გუნდთან ერთად კრეატიული იდეების გენერირება და სცენარების ტექნიკური ადაპტაცია;
** ტექნიკური მართვა: გადასაღები აპარატურის (კამერა, განათება, ხმა) გამართულობაზე პასუხისმგებლობა და გადაღების პროცესის ორგანიზება;
** პლატფორმებთან ოპტიმიზაცია: ვიდეოების ადაპტირება სხვადასხვა სოციალური ქსელისთვის (Reels/TikTok, YouTube, Facebook) ფორმატებისა და ტექნიკური მოთხოვნების დაცვით;
** არქივირება: ნედლი მასალისა და მზა პროექტების სისტემატიზაცია და სტრუქტურირებული შენახვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ვიდეოგადაღებისა და მონტაჟის მიმართულებით;
** ვიდეოკამერებთან მუშაობის პრაქტიკული ცოდნა;
** მონტაჟის პროგრამების ცოდნა (Adobe Premiere Pro, Adobe After Effects, DaVinci Resolve ან მსგავსი);
** ფერების კორექციისა და color grading-ის პრაქტიკული გამოცდილება;
** განათების და ხმის ტექნიკასთან მუშაობის გამოცდილება;
** აუდიო დამუშავების საბაზისო უნარები (ხმის გაწმენდა, ბალანსი);
** ვიდეოს სტრუქტურირებისა და ვიზუალური თხრობის (visual storytelling) ცოდნა;
** სოციალური მედიის ვიდეო ტრენდებისა და სხვადასხვა პლატფორმის სპეციფიკის ცოდნა;
** ვიდეოფორმატების, რეზოლუციისა და კადრების სიხშირის (fps) საბაზისო ტექნიკური ცოდნა;
** motion graphics-ის საბაზისო ცოდნა;
** ფოტოგრაფიის საბაზისო ცოდნა;
** AI ინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება (ვიდეო/აუდიო დამუშავება, ავტომატიზაცია, სუბტიტრები და სხვა); დამატებითი უპირატესობა.

პიროვნული უნარები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტაცია;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** შემოქმედებითი აზროვნება;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** სწრაფი ადაპტაცია ცვლილებებთან;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** მრავალფეროვან პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
** კორპორატიული დაზღვევა;
** უფასო წვდომა კურსებზე და ონლაინ აკადემიაზე;
** ფასდაკლებები აკადემიის სერვისებზე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ქართულ ენაზე გამოგზავნოთ ელფოსტაზე hr@azraki.ge და ელფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 16 მაისი 2026 წელი

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!

თქვენი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რომელიც დამუშავდება შპს "აზროვნების აკადემია მოზარდებისთვის" მიერ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე