|
დასახელება:
უფროსი მზარეული
|
| მომწოდებელი:
სასტუმრო
|
|
გამოქვეყნდა: 16 აპრილი
/ ბოლო ვადა: 16 მაისი
|
70 ნომრიანი სასტუმრო აცხადებს ვაკანსიას უფროსი მზარეულის პოზიციაზე.
სამუშაო ლოკაცია: თბილისი, თვისუფლება
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 8 საათიანი ცვლა
პოზიციის როლი და პასუხისმგებლობა:
** რესტორნის სფეციფიკასა და არსებულ მოთხოვნებზე მორგებული მენიუს შემუშავება, საჭიროებისამებრ ცვლილებების შეტანა და გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
** სამზარეულოს ყოველდღიური პროცესების მართვა უმაღლესი სტანდარტების გათვალისწინებითა და შემუშავებული გაიდლაინების მიხედვით;
** საკვები პროდუქტებისა და საჭირო ნედლეულის შერჩევა;
** საკვების დახარისხება და შენახვის უზრუნველყოფა დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
** პროდუქტის ხარისხის და ვარგისიანობის კონტროლი;
** ნაშთების კონტროლი, შეკვეეთების პროცესის ეფექტური დაგეგმვა და მართვა;
** ბუღალტერიასთან მუდმივი კომუნიკაცია და მათი ინფორმირება მარაგების, ნაშთების შესახებ;
** სამზარეულოს დანადგარებისა და აღჭურვილობის მონიტორინგი, მათი სუფთა და მოწესრიგებულ მდგომარეობაში შენარჩუნება;
** გუნდის ხელმძღვანელობა, თანამშრომელთა შერჩევის პროცესში მონაწილეობის მიღება;
** თანამშრომლების ცვლებისა და ცხრილების შედგენა ხელშეკრულებით გაწერილი სამუშაო საათების მიხედვით;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** კვებით უზრუნველყოფას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** მეგობრულ და გუნდურ გარემოს;
** კარიერული ზრდისა და განვითარების ხელშეწყობას.
თუ მზად ხართ სწრაფი პიროვნული და პროფესიული განვითარებისთვის, გამოგვიგზავნე თქვენი რეზიუმე მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე hr.hotels0@gmail.com. გთხოვთ, მიუთითოთ საგნის ხაზში პოზიციის სათაური.
გისურვებთ წარმატებებს და ველით თქვენთან შეხვედრას!
|
|
|
|