Робота для біженців з України
მოლარე-ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: ბარისტო
გამოქვეყნდა: 16 აპრილი / ბოლო ვადა: 16 მაისი
კომპანია "ბარისტო" ყავის და სნექის ვენდინგ აპარატების ერთერთი ყველაზე მსხვილი სავაჭრო ქსელია საქართველოში.

მიმდინარე ეტაპზე კომპანია წარმოდგენილია: 400 -ზე მეტი ქსელური სავაჭრო ობიექტით და ასევე აერთიანებს პროგრამული უზრუნველყოფის და ტექნიკური სერვისის მიმართულებებს.

ჩვენს გასაცნობად გადმოდი ბმულზე: https://baristo.ge/ka

ამჯერად კომპანია "ბარისტო" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.

ანაზღაურება: 1200 ლარიდან
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშ-პარ. 10:00-18:00
სამსახურის მდებარეობა: თბილისი, ქსნის 52

ფუნქცია მოვალეობები:

** ინკასირებული ჩანთების მიღება და გადათვლა დადგენილი წესის შესაბამისად;
** არსებული ნაშთის შედარება პროგრამულ მონაცემებთან;
** საინკასაციო ჩანთაში არსებული თანხის შედარება აპარატის პროგრამულ ნაშთთან;
** ხურდა ფულის ბანკში საინკასაციოდ მომზადება,
** ნაღდი ფულის შემოსავალ-გასავლის ოპერაციების წარმოება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ნებისმიერი მიმართულებით
** აღნიშნული მიმართულებით მუშაობის გამოცდილება
** საოფისე პროგრამების MS WORD, EXCELL, სამომხმარებლო დონეზე ცოდნა

უნარები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** ციფრებთან მუშაობის უნდა ჩვევები

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ რეზიუმე: hr@baristo.ge; მეილის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

ტელ: 598 44 39 03

აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია შპს "ბარისტომ" დაამუშაოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურის წარმართვა - კანდიდატის შესაბამისობის დადგენა ამ და ასევე შესაძლო სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც შესაბამისი მოთხოვნით უნდა მოგვმართოთ ელფოსტაზე: hr@baristo.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე