|
დასახელება:
გაყიდვების სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
MGL Group
|
|
გამოქვეყნდა: 16 აპრილი
/ ბოლო ვადა: 16 მაისი
|
"MGL Group" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების სპეციალისტის (Logistics Sales Specialist) პოზიციაზე.
მისამართი: ქ. ფოთი, დავით აღმაშენებლის 50
კომპანიის შესახებ:
"MGL Group" — საერთაშორისო ბულგარულ-ქართული ლოგისტიკური კომპანიაა, რომელიც 2012 წლიდან წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე.
ჩვენ ვთავაზობთ საერთაშორისო და ადგილობრივი გადაზიდვების სრულ სპექტრს და ვეხმარებით ბიზნესებს ეფექტურად მართონ მიწოდების ჯაჭვები მსოფლიოს მასშტაბით.
ჩვენი მიზანია — კლიენტებისთვის სწრაფი, სანდო და მაღალი ხარისხის ლოგისტიკური მომსახურების უზრუნველყოფა.
სამუშაო აღწერილობა:
** ახალი კლიენტების აქტიური მოძიება და მოზიდვა (B2B სეგმენტი)
** გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების განვითარება
** მოლაპარაკებების წარმოება სხვადასხვა დონის გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან
** კომერციული შეთავაზებების და პრეზენტაციების მომზადება
** ხელშეკრულებების გაფორმება და გარიგებების სრული მართვა
** კლიენტების საჭიროებების ანალიზი და ოპტიმალური ლოგისტიკური გადაწყვეტების შეთავაზება
** არსებული კლიენტების მართვა და განვითარება
საკვალიფიკაციო მოთხოვნა:
** გაყიდვების სფეროში მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (ლოგისტიკაში გამოცდილება ჩაითვლება დიდ უპირატესობად)
** ქართული, რუსული და ინგლისური ენების ცოდნა
** ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები
** პრეზენტაციის და დარწმუნების უნარი
** შედეგზე ორიენტირებული მუშაობა
** მაღალი პასუხისმგებლობა და პროაქტიულობა
** სურვილი, განვითარდეთ და მიიღოთ მაღალი შემოსავალი
ჩვენი შემოთავაზება:
** კონკურენტული ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + პროცენტული ბონუს სისტემა
** შესაძლებლობა, პირდაპირ გავლენა მოახდინოთ თქვენს შემოსავალზე
** მუშაობა საერთაშორისო და მზარდ კომპანიაში
** პროფესიული და კარიერული განვითარების რეალური პერსპექტივა
** მეგობრული, მოტივირებული და ამბიციური გუნდი
თუ ხართ მოტივირებული ახალგაზრდა, რომელსაც სურს კარიერული განვითარება და გაყიდვებში თავს კომფორტულად გრძნობთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე
შემდეგ ელფოსტაზე: k.okujava@mgl.ge
|
|
|
|