Робота для біженців з України
საერთო სივრცეების დიასახლისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საერთო სივრცეების დიასახლისი
მომწოდებელი: სასტუმრო ეპიზოდი
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / ბოლო ვადა: 15 მაისი
ვინ ვართ ჩვენ?

სასტუმრო ეპიზოდი შექმნილია ენერგიული, დინამიური მოგზაურებისთვის, რომლებიც ეძებენ არა მხოლოდ საცხოვრებელ ადგილს, არამედ დასამახსოვრებელ გამოცდილებას. სასტუმროს უნიკალურობა მომსახურების მიღების სიმარტივეშია. ეპიზოდს მოქნილობა და თანამედროვე ტექნოლოგიებთან სრული ადაპტაცია გამოარჩევს. გზა, რომელიც სტანდარტულად სასტუმროებში ფიზიკური სახითაა, ჩვენ მას მომხმარებელს ციფრულად ვთავაზობთ. სასტუმრო მოიცავს 118 ნომერს, სპორტულ დარბაზს, საკონფერენციო და შეხვედრების ოთახებს, ბარ-რესტორანს და მწვანე სივრცე-ატრიუმს.

სასტუმრო "ეპიზოდ ჰოტელს" აცხადებს ვაკანსიას საერთო სივრცეების დიასახლისის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, პეკინის ქ. 41
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე (სამუშაო გრაფიკი ცვლებში)
ბენეფიტები: კვება / დაზღვევა

ძირითადი მოვალეობები:

** სასტუმროს ტერიტორიის - (ლობი, კვების ობიექტები, საკონფერენციო დარბაზები და სველი წერტილები) დასუფთავება არსებული სტანდარტების შესაბამისად;
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის უზრუნველყოფა;
** საჭიროებისამებრ სხვადასხვა მითითებების შესრულება;
** ნებისმიერი ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში ცვლის უფროსისთვის/ზედამხედველისთვის შეტყობინება;
** დაკარგული ნივთების დასუფთავების დეპარტამენტში განთავსება;
** უზრუნველყოფს ინვენტარის სისუფთავეს;
** არსებული სამუშაო ითვალისწინებს ცვლებში მუშაობას.

საჭირო უნარები:

** სამუშაო გამოცდილება დასუფთავების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: career@episodehotels.com, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ - დიასახლისი
რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან. კანდიდატების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით, გასაუბრების საფუძველზე.

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ეპიზოდ ჰოტესლმა"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე