Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=714300&print=yes&view=jobs
 
პროექტების მართვის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროექტების მართვის მენეჯერი
მომწოდებელი: ტერაბანკი
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / ბოლო ვადა: 28 აპრილი
"ტერაბანკის" ციფრული ტრანსფორმაციის და პროექტების მართვის განყოფილებაში პროექტების მართვის მენეჯერს ვეძებთ.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** პროექტის დაგეგმვა, რესურსების განსაზღვრა და Timeline-ის მართვა
** პროექტის შესრულების მონიტორინგი და დროული მიწოდების უზრუნველყოფა
** რისკების იდენტიფიცირება და მართვა
** Stakeholder-ებთან კომუნიკაციის მართვა
** პროექტის ეტაპების ორგანიზება
** Jira-ს მართვა და ამოცანების პროგრესის კონტროლი
** პროექტის ადმინისტრაციული ნაწილის მართვა (დოკუმენტაციის მართვა)
** ბლოკერების იდენტიფიცირება და გადაწყვეტა
** პროექტის სტატუსის რეპორტინგი
** Go-Live და დანერგვის პროცესის კოორდინაცია

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საბანკო სექტორში მუშაობის გამოცდილება
** პროექტ მენეჯერის პოზიციაზე მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება (სასურველია საბანკო სექტორში პროექტ მენეჯერად მუშაობის გამოცდილება)
** პროექტის მართვის მეთოდოლოგიების ცოდნა (Agile/Scrum/Waterfall)
** Jira-სთან მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა
** რუსული ენის ცოდნა - სასურველია
** ძლიერი ანალიტიკური და კომუნიკაციის უნარები
** დროის მართვის უნარი

სამუშაო პირობები:

** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სოლიკო ვირსალაძის ქ. N 5
** სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი; კვირაში 5 სამუშაო დღე (3 დღე ოფისში, 2 დღე დისტანციურად)
** ხელფასი დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე + ბონუსი შესრულებული საქმიანობის შეფასების საფუძველზე

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე მეილზე vacancy@terabank.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება | პროექტების მართვის მენეჯერი.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 28 აპრილი

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ტერაბანკი ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. ტერაბანკში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 12 თვის ვადით.

ტერაბანკმა მიღებული რეზიუმე შესაძლებელია დაამუშავოს სხვა ვაკანტური პოზიციისათვის. იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი უარს აცხადებს სხვა ვაკანსიის ჭრილში მისი კანდიდატურის განხილვაზე, სავალდებულოა, რომ მოგვწეროს მეილზე შესაბამისი ინფორმაცია.
ტერაბანკი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია