Робота для біженців з України
მზარეული/მზარეულის დამხმარე - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მზარეული/მზარეულის დამხმარე
მომწოდებელი: ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი
გამოქვეყნდა: 14 აპრილი / ბოლო ვადა: 15 მაისი
"ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი" აცხადებს ვაკანსიას დვაკანსიას მზარეულისა და მზარეულის დამხმარის პოზიციაზე, ქ. ქუთაისში.

ამერიკული სკოლა პროგრესი ქუთაისში ხსნის მეორე საერთაშორისო სტანდარტების კამპუსს 3-დან 9 წლამდე ბავშვებისთვის! პროექტი შეიქმნა სპეციალურად ადრეული და დაწყებითი განათლების საფეხურებისთვის, სადაც ამერიკული სტანდარტები და თანამედროვე სასწავლო მეთოდოლოგია გაერთიანდება.

ახალი კამპუსი უზრუნველყოფს უწყვეტ საგანმანათლებლო ციკლს - ბაღიდან დაწყებითი სკოლის ჩათვლით. სასწავლო პროცესი ინგლისურენოვან გარემოში წარიმართება, რაც ბავშვებს ადრეული საგანმანათლებლო საფეხურიდან მოამზადებს გლობალური კონკურენტუნარიანობისთვის.

4-სართულიანი თანამედროვე შენობა 600-მდე მოსწავლეზეა გათვლილი და მოიცავს ნათელ, ერგონომიულ საკლასო ოთახებს, ასაკობრივად სპეციალიზებულ ლაბორატორიებს, ბიბლიოთეკას, შემოქმედებით სახელოსნოებს, სასცენო-სააქტო დარბაზს, კაფეტერიას, შიდა და გარე სპორტულ სივრცეებს, სარეკრეაციო ზონებსა და შიდა ეზოს, რომელიც სრულად მორგებული იქნება ბავშვის ფიზიკურ და ემოციურ განვითარებაზე.

დეტალური ინფორმაცია ახალი კამპუსის შესახებ, იხილეთ: https://drive.google.com/file/d/1u2e00hW5lx6_cB35Iu0kG1Ci8GF8cEGg/view?=

ადგილების რაოდენობა: მზარეული 1, მზარეულის დამხმარე 2.
სამსახურის ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი, ზ. ანჯაფარიძის ქ. №120
გრაფიკი პოზიციაზე: სრული
ყოველთვიური ანაზღაურება: შეთანხმებისამებრ.

მზარეულის ფუნქცია-მოვალეობები:

** სამზარეულოს მართვა;
** სამუშაო დღის განმავლობაში მენიუში არსებული კერძების მომზადება;
** მენიუს შემადგენლობების და მომზადების წესების სრულყოფილად ცოდნა;
** სამზარეულოს თანამშრომლების შესაბამისი სტანდარტების მიხედვით მუშაობის კონტროლი;
** კერძების მაღალი ხარისხით, არსებული რეცეპტებისა და სტანდარტების მიხედვით დროულად მომზადება;
** სამზარეულოს საჭირო მარაგებით უზრუნველსაყოფად პროდუქტების სიის შედგენა და მიწოდებული პროდუქციის ხარისხის, შენახვის ვადების და რაოდენობის კონტროლი;
** სამზარეულოს მარაგების კონტროლი და მასთან დაკავშირებული აღწერისა და ხარჯთაღრიცხვის წარმოება;
** სამზარეულოს ჰიგიენური და სანიტარული ნორმების სტანდარტების ცოდნა და დაცვა. სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფა;
** მზა პროდუქციის შენახვის, რეალიზაციის პირობებისა და ვადების კონტროლი;
** სამზარეულოსა და მაცივრების სისუფთავის კონტროლი. ჰიგიენის და სისუფთავის მაღალი სტანდარტის დაცვით;
** რეცეპტების შექმნაში აქტიური მონაწილეობის მიღება;
** კერძების ხარისხისა და სტანდარტიზაციის კონტროლი;
** სამზარეულოს გუნდის მართვა და დავალებების გადანაწილება;
** სამზარეულოს შეუფერხებელი და გამართული სამუშაო პროცესის წარმართვა;
** სამზარეულოს დანადგარებისა და აღჭურვილობის მონიტორინგი;
** სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
** უშუალო უფროსის დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** იყოთ ორგანიზებული და შრომისმოყვარე, კრეატიული და შემოქმედი;
** გქონდეთ ახალი გამოწვევების მიღების სურვილი, მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** სამზარეულოს ორგანიზაციული სტრუქტურის და ფუნქციონირების ძირითადი პრინციპების ცოდნა;
** სტრესულ გარემოსა და შეზღუდულ დროში მუშაობის უნარი;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** გუნდში მუშაობის უნარი.

მზარეულის დამხმარის ფუნქცია-მოვალეობები:

ინგრედიენტების მომზადება

** ბოსტნეულის, ხორცის, ხილის და სხვა ინგრედიენტების დასუფთავება, დაჭრა და დალაგება.
** საჭიროების შემთხვევაში ინგრედიენტების წინასწარ მომზადება მზარეულის მითითებით.

რეცეპტების მხარდაჭერა

** მზარეულის მიერ განსაზღვრული რეცეპტების მარტივი პროცედურების შესრულება (მაგ. გამზადებული მასის შერევა და სხვ.).

მარაგის და სამზარეულოს ინვენტარის კონტროლი

** საჭირო ინგრედიენტებისა და სამზარეულოს ინვენტარის მარაგის შემოწმება.
** საჭიროების შემთხვევაში მარაგების შევსებისათვის ინფორმაციის გადაცემა მზარეულისა და სამზარეულოს მენეჯერისთვის.

მიწოდებისა და სერვისის მხარდაჭერა

** კერძების შეთავაზებისთვის საჭირო ელემენტების (მაგ. სოუსები, სალათები) მომზადება.
** კერძების სწორად სერვირებაში მზარეულის დახმარება.
** მოსწავლეებისთვის კუთვნილი მენიუს მიწოდების უზრუნველყოფა.

საერთო მხარდაჭერა

** მზარეულის და სამზარეულოს გუნდის მიერ განსაზღვრული სხვა სამუშაოების შესრულება.

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა საკუთარი რეზიუმე გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:hr.kutaisi@schoolprogress.ge. Subject ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "მზარეული" ან "მზარეულის დამხმარე", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 15 მაისი.

ორგანიზაცია გასაუბრებისთვის დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ აპლიკანტებს.

თქვენი მონაცემები დამუშავდება და შეინახება კონფიდენციალურობის სრული დაცვით.

სკოლა პროგრესი მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე