|
დასახელება:
დიასახლისი/ჭურჭლის მრეცხავი
|
| მომწოდებელი:
ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი
|
|
გამოქვეყნდა: 14 აპრილი
/ ბოლო ვადა: 15 აპრილი
|
"ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი" აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის (დასუფთავების სპეციალისტი) და ჭურჭლის მრეცხავის პოზიციაზე, ქ. ქუთაისში.
ამერიკული სკოლა პროგრესი ქუთაისში ხსნის მეორე საერთაშორისო სტანდარტების კამპუსს 3-დან 9 წლამდე ბავშვებისთვის! პროექტი შეიქმნა სპეციალურად ადრეული და დაწყებითი განათლების საფეხურებისთვის, სადაც ამერიკული სტანდარტები და თანამედროვე სასწავლო მეთოდოლოგია გაერთიანდება.
ახალი კამპუსი უზრუნველყოფს უწყვეტ საგანმანათლებლო ციკლს - ბაღიდან დაწყებითი სკოლის ჩათვლით. სასწავლო პროცესი ინგლისურენოვან გარემოში წარიმართება, რაც ბავშვებს ადრეული საგანმანათლებლო საფეხურიდან მოამზადებს გლობალური კონკურენტუნარიანობისთვის.
4-სართულიანი თანამედროვე შენობა 600-მდე მოსწავლეზეა გათვლილი და მოიცავს ნათელ, ერგონომიულ საკლასო ოთახებს, ასაკობრივად სპეციალიზებულ ლაბორატორიებს, ბიბლიოთეკას, შემოქმედებით სახელოსნოებს, სასცენო-სააქტო დარბაზს, კაფეტერიას, შიდა და გარე სპორტულ სივრცეებს, სარეკრეაციო ზონებსა და შიდა ეზოს, რომელიც სრულად მორგებული იქნება ბავშვის ფიზიკურ და ემოციურ განვითარებაზე.
ადგილების რაოდენობა: 2
სამსახურის ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი, ზ. ანჯაფარიძის ქ. №120
გრაფიკი: სრული - ორშაბათი-პარასკევი (40-საათიანი სამუშაო კვირა)
ანაზღაურება: შეთანხმებისამებრ.
დიასახლისის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სკოლის შიდა სტანდარტის შესაბამისად სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;
** ოთახების, აუდიტორიების, დერეფნების, ტერიტორიის, საპირფარეშოებისა და სხვა სივრცეების დასუფთავება;
** არსებული ნარჩენების დროული შეგროვება და მათი გატანის უზრუნველყოფა;
** საკუთარ პასუხისმგებლობაში არსებული ინვენტარის მდგომარეობის რეგულარული კონტროლი;
** საკუთარ პასუხისმგებლობაში არსებული ფართის გენერალური დასუფთავება თვეში ერთხელ;
** თავისი სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, დაწესებულების მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, სხვა უფლებამოსილებების განხორციელება, ასევე სამსახურის ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.
სასურველია ჰქონდეს გამოცდილება აღნიშნულ სფეროში
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** მაღალი პასუხისმგებლობის მქონე
** შრომისმოყვარე
** ენერგიული
** დეტალებზე ორიენტირებული
ჭურჭლის მრეცხავი
ჭურჭლის მრეცხავი მონაწილეობს სამზარეულოს ეფექტურ და ჰიგიენურ ფუნქციონირებაში. იგი უზრუნველყოფს სამზარეულოს ჭურჭლის, ხელსაწყოების და სამუშაო სივრცის სისუფთავეს, ხელს უწყობს მზარეულის სამუშაო პროცესს და უზრუნველყოფს სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმების დაცვას.
ფუნქცია-მოვალეობები:
** ჭურჭლის, თეფშების, ქვაბებისა და სამზარეულოს ხელსაწყოების რეგულარული რეცხვა.
** სამზარეულოს სამუშაო სივრცის სისუფთავისა და წესრიგის დაცვა.
** ნარჩენების და გამოყენებული მასალების დაცლა და მართვა სანიტარული ნორმების შესაბამისად.
** მზარეულისა და სამზარეულოს გუნდის მხარდაჭერა კერძების მომზადებისა და სერვისის პროცესში საჭიროებისამებრ.
** ინგრედიენტების წინასწარი დასუფთავებაში დახმარება (ბოსტნეულის, ხილის, ხორცის დასუფთავება), მზარეულის მითითებით.
** სამზარეულოს ჰიგიენური ნორმებისა და უსაფრთხოების წესების სრული დაცვა.
** საჭიროების შემთხვევაში მარაგის შემოწმება და შეფისთვის ინფორმაციის გადაცემა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობა, სიზუსტე და ორგანიზებულობა.
** გუნდური მუშაობის უნარი და მზარეულის მითითებების შესრულების სურვილი.
** ფიზიკური გამძლეობა, მზადყოფნა აქტიური მუშაობისთვის.
** სუფთა და მოწესრიგებული სამუშაო ჩვევები.
** უპირატესობა მიენიჭება მსგავსი სამუშაო გამოცდილების მქონე კადრებს;
დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდით შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 598689064,
ან გამოაგზავნეთ თქვენი მონაცემები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.kutaisi@schoolprogress.ge. სათაურის (Subject) ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "დიასახლისი" ან "ჭურჭლის მრეცხავი"- წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება.
საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 15 მაისი.
ორგანიზაცია გასაუბრებისთვის დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ აპლიკანტებს.
თქვენი მონაცემები დამუშავდება და შეინახება კონფიდენციალურობის სრული დაცვით.
სკოლა პროგრესი მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|