|
დასახელება:
ფსიქოლოგი/სპეციალური მასწავლებელი
|
| მომწოდებელი:
ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი
|
|
გამოქვეყნდა: 14 აპრილი
/ ბოლო ვადა: 15 მაისი
|
"ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი" აცხადებს ვაკანსიას ფსიქოლოგისა და სპეციალური მასწავლებლის პოზიციაზე, ქ. ქუთაისში.
ამერიკული სკოლა პროგრესი ქუთაისში ხსნის მეორე საერთაშორისო სტანდარტების კამპუსს 3-დან 9 წლამდე ბავშვებისთვის! პროექტი შეიქმნა სპეციალურად ადრეული და დაწყებითი განათლების საფეხურებისთვის, სადაც ამერიკული სტანდარტები და თანამედროვე სასწავლო მეთოდოლოგია გაერთიანდება.
ახალი კამპუსი უზრუნველყოფს უწყვეტ საგანმანათლებლო ციკლს - ბაღიდან დაწყებითი სკოლის ჩათვლით. სასწავლო პროცესი ინგლისურენოვან გარემოში წარიმართება, რაც ბავშვებს ადრეული საგანმანათლებლო საფეხურიდან მოამზადებს გლობალური კონკურენტუნარიანობისთვის.
4-სართულიანი თანამედროვე შენობა 600-მდე მოსწავლეზეა გათვლილი და მოიცავს ნათელ, ერგონომიულ საკლასო ოთახებს, ასაკობრივად სპეციალიზებულ ლაბორატორიებს, ბიბლიოთეკას, შემოქმედებით სახელოსნოებს, სასცენო-სააქტო დარბაზს, კაფეტერიას, შიდა და გარე სპორტულ სივრცეებს, სარეკრეაციო ზონებსა და შიდა ეზოს, რომელიც სრულად მორგებული იქნება ბავშვის ფიზიკურ და ემოციურ განვითარებაზე.
დეტალური ინფორმაცია ახალი კამპუსის შესახებ, იხილეთ: https://drive.google.com/file/d/1u2e00hW5lx6_cB35Iu0kG1Ci8GF8cEGg/view?=
სამსახურის ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი, ზ. ანჯაფარიძის ქ. №120
გრაფიკი პოზიციაზე: სრული (09:00-18:00)
ყოველთვიური ანაზღაურება: შეთანხმებისამებრ.
ფსიქოლოგის პოზიციისათვის აუცილებელი საკონკურსო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიის მიმართულებით, ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი;
** მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება, მათ შორის 1 წლიანი ფსიქოლოგიური კონსულტაციის;
** MS Office პროგრამების, განსაკუთრებით MS Excel-ისა და MS word-ის ცოდნა მაღალ დონეზე;
** ინგლისური ენის ცოდნა სასურველია B2 დონეზე.
ფსიქოლოგის ფუნქციები:
** საჭიროებიდან გამომდინარე მოსწავლეთა პირველადი სკრინინგის განხორციელება;
** მუშაობის პროცესში ფსიქოლოგიური შეფასების, პრობლემაზე ორიენტირებული მომსახურების განხორციელება;
** ინდივიდუალურად და ჯგუფურად გათვალისწინებული საკონსულტაციო შეხვედრების დაგეგმვა;
** საჭიროებიდან გამომდინარე რეკომენდაციების გაწევა და დოკუმენტირება მასწავლებელთა, მოსწავლეთა და მათ მშობელთა კონტიგენტისთვის;
** განსაკუთრებული რისკების მქონე (სუიციდი, დეპრესია, პიროვნული აშლილობა, სტრესის შედეგად წარმოქმნილი სხვადასხვა სახის პიროვნების არაადაპტირებული მდგომარეობები და ა. შ.) შემთხვევებში მოსწავლეთა გეგმიური ფსიქოკონსულტირების ინდივიდუალური ფორმის და ჩარევის შემუშავება;
** კონკრეტულ ქეისებთან დაკავშირებული ინფორმაციის შენახვა და დაარქივების უზრუნველყოფა;
** მასწავლებელთა ცნობიერების ამაღლება ფსიქოგანათლების საკითხებში;
** თავისი სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, დაწესებულების
მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, სხვა უფლებამოსილებების განხორციელება, ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.
უნარები:
** MS Office (Word ძალიან კარგი, Excel კარგი, PPT-ძალიან კარგი);
** ადამიანის ინტერესებისა და შესაძლებლობების გამოვლენისა და მხარდაჭერის უნარი;
** თანადგომისა და ემპათიის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაცია, ნდობის მოპოვებისა და ურთიერთობის დამყარების უნარი;
** მოქნილობა და დამოუკიდებლობა;
** მიმღებლობა განსხვავებული აზრისა და სიახლეების მიმართ;
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მაღალი სამუშაო აქტივობა;
** სიახლეებისა და ცვლილებების ინიცირების უნარი.
სპეციალური მასწავლებელი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
** 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
სპეციალური მასწავლებლის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** საჭიროების შემთხვევაში მოსწავლის შეფასების საფუძველზე საგნის მასწავლებელთან ერთად ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენა;
** მოსწავლის განვითარების გეგმით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელება წინასწარ განსაზღვრული წესითა და პირობებით;
** სტატუსის არ მქონე ბავშვებთან ინდივიდუალური მუშაობა, დაკვირვება რთულ ქცევებზე და შესაბამისი რეაგირება;
** ისგ გეგმის მიზნების მიღწევების შესახებ ანგარიშის წარმოება და წარდგენა ისგ ჯგუფთან;
** საჭიროების შემთხვევაში მასწავლებელთა, კლასის დამრიგებელთა და სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლის მშობელთა/მეურვეთა კონსულტირება;
** თავისი სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, დაწესებულების მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
დამატებით საჭირო კომპეტენციები:
** MS Office (Word ძალიან კარგი, Excel კარგი, PPT-ძალიან კარგი);
** გუნდური მუშაობის, გუნდის მართვისა და სტრატეგიული დაგეგმარების გამოცდილება;
** ადამიანის ინტერესებისა და შესაძლებლობების გამოვლენისა და მხარდაჭერის უნარი;
** თანადგომისა და ემპათიის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაცია, ნდობის მოპოვებისა და ურთიერთობის დამყარების უნარი;
** მოქნილობა და დამოუკიდებლობა;
** მიმღებლობა განსხვავებული აზრისა და სიახლეების მიმართ;
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მაღალი სამუშაო აქტივობა;
** სიახლეებისა და ცვლილებების ინიცირების უნარი.
უპირატესობა მიენიჭება სასკოლო გარემოში და მოსწავლეებთან მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ თქვენი რეზიუმე გადმოგვიგზავნეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr.kutaisi@schoolprogress.ge; სათაურის (Subject) ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ფსიქოლოგი" ან "სპეციალური მასწავლებელი" - წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება.
საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 15 მაისი.
სკოლა დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ აპლიკანტებს.
სკოლა პროგრესი მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|