Робота для біженців з України
ბიბლიოთეკარი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბიბლიოთეკარი
მომწოდებელი: ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი
გამოქვეყნდა: 14 აპრილი / ბოლო ვადა: 15 მაისი
"ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი" აცხადებს ვაკანსიას ბიბლიოთეკარის პოზიციაზე ქ. ქუთაისში.

ამერიკული სკოლა პროგრესი ქუთაისში ხსნის მეორე საერთაშორისო სტანდარტების კამპუსს 3-დან 9 წლამდე ბავშვებისთვის! პროექტი შეიქმნა სპეციალურად ადრეული და დაწყებითი განათლების საფეხურებისთვის, სადაც ამერიკული სტანდარტები და თანამედროვე სასწავლო მეთოდოლოგია გაერთიანდება.

ახალი კამპუსი უზრუნველყოფს უწყვეტ საგანმანათლებლო ციკლს - ბაღიდან დაწყებითი სკოლის ჩათვლით. სასწავლო პროცესი ინგლისურენოვან გარემოში წარიმართება, რაც ბავშვებს ადრეული საგანმანათლებლო საფეხურიდან მოამზადებს გლობალური კონკურენტუნარიანობისთვის.

4-სართულიანი თანამედროვე შენობა 600-მდე მოსწავლეზეა გათვლილი და მოიცავს ნათელ, ერგონომიულ საკლასო ოთახებს, ასაკობრივად სპეციალიზებულ ლაბორატორიებს, ბიბლიოთეკას, შემოქმედებით სახელოსნოებს, სასცენო-სააქტო დარბაზს, კაფეტერიას, შიდა და გარე სპორტულ სივრცეებს, სარეკრეაციო ზონებსა და შიდა ეზოს, რომელიც სრულად მორგებული იქნება ბავშვის ფიზიკურ და ემოციურ განვითარებაზე.

დეტალური ინფორმაცია ახალი კამპუსის შესახებ, იხილეთ: https://drive.google.com/file/d/1u2e00hW5lx6_cB35Iu0kG1Ci8GF8cEGg/view?=

სამსახურის ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი, ზ. ანჯაფარიძის ქ. №120
გრაფიკი პოზიციაზე: სრული (09:00-18:00)
ყოველთვიური ანაზღაურება: შეთანხმებისამებრ.

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** საბიბლიოთეკო საქმიანობის დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება და განხორციელება;
** საბიბლიოთეკო ფონდების მართვა და ფორმირებაში მონაწილეობის მიღება;
** საბიბლიოთეკო ფონდის ინვენტარიზაციაში ჩართულობა, დადგენილ ვადებში;
** სკოლის ბიბლიოთეკისათვის წიგნების გამომცემლობებთან (პირველწყაროსთან) თანამშრომლობა;
** სასწავლო პროგრამის მიხედვით ახალი სახელმძღვანელოებისა და სამეცნიერო გამოცემების შესახებ ინფორმაციის მოძიება, საჭირო მასალების მოპოვება/შეძენის ინიცირება;
** საბიბლიოთეკო რესურსების განვითარებისთვის საჭირო ბიუჯეტის დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება;
** საჭირო სახელმძღვანელოების შესყიდვისთვის შესაბამისი ინიცირებების უზრუნველყოფა; ბიბლიოთეკის ფონდის შევსების თანმდევი დოკუმენტაციის მოწესრიგების პროცედურების შესრულება;
** ბიბლიოთეკაში დამატებული ახალი ფონდების შესახებ მოსწავლეების, პროფესიულ სტუდენტთა/მსმენელთა და მასწავლებელთა/ადმინისტრაციული პერსონალის ინფორმირებაში მონაწილეობის მიღება;
** ბიბლიოთეკაში სასიამოვნო, მშვიდი გარემოს შექმნა, მონიტორინგი და მისი მუდმივი კონტროლი;
** ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის (მატერიალური და ელექტრონული) აღრიცხვა სპეციალურ სარეგისტრაციო ჟურნალებში;
** სკოლის ბიბლიოთეკის რესურსის თაობაზე ინფორმაციის ასახვა სასკოლო ბიბლიოთეკების ელექტრონული მომსახურების საიტზე - bibliocat.ge ;
** წიგნების გატანისა და დაბრუნების კონტროლი;
** ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დაკარგული წიგნების შესახებ საქმის წარმოება (ჩამოწერა) და ხელმძღვანელის ინფორმირება;
** წიგნების დროულად დაბრუნების შესახებ დავალიანების მქონე პირებთან/დამრიგებლებთან კომუნიკაციის წარმოების ინიცირება და აქტიური ჩართულობა;
** სკოლის მოსწავლეების, პროფესიულ სტუდენტების/მსმენელების მხარდაჭერა ინტერესებისა და საჭიროებების შესაბამისად, წასაკითხი მასალის შერჩევაში;
** ბიბლიოთეკაში კითხვისა და წიგნით დაინტერესებისთვის საჭირო ატმოსფეროს შექმნა;
** საკვანძო კომპეტენციების განვითარების მიზნით, ბიბლიოთეკაში სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების ჩატარების ხელშეწყობა; გაკვეთილის, პროექტის ჩატარების დროს მასწავლებელთა მხარდაჭერა;
** სამკითხველოში ინფრასტრუქტურის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა; კომპიუტერული ტექნიკის გამართულად მუშაობის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში IT სამსახურისაგან მხარდაჭერის მოთხოვნა;
** ბიბლიოთეკის განვითარების იდეებისა და პროექტების ინიცირება და განხორციელების უზრუნველყოფა;
** პროფესიული სტუდენტებისათვის სასწავლო გარემოსთან ადაპტაციის პერიოდში ინფორმაციის მიწოდება სკოლის საბიბლიოთეკო რესურსისა და სამკითხველოს სარგებლობის უფლებების თაობაზე;
** სამუშაო აღწერილობის შესაბამისად, ბიბლიოთეკის მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** არქივის დაკომპლექტება იმ დოკუმენტებით, რომელთა შემადგენლობა გათვალისწინებულია მოქმედი კანონმდებლობით და სკოლის მარეგულირებელი დოკუმენტებით;
** არქივში არსებული და გადასაცემი დოკუმენტების/ინფორმაციის საარქივო წესით აღრიცხვა/დაცვა;
** პასუხისმგებელია არქივში დაცულ მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტებზე (დიპლომი, სერტიფიკატი), მათ შენახვასა და დადგენილი წესის მიხედვით გაცემაზე, უფლებამოსილი პირის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში;
** არქივში დაცული დოკუმენტაციის/ინფორმაციის სათანადო წესით გამოყენების უზრუნველყოფა;
** მომართვიანობის შემთხვევაში, არქივში დაცული ინფორმაციის მოძიება და გაცემა, კანონმდებლობის შესაბამისად;
** სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, სკოლის მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ პროფესიული განათლება (საბიბლიოთეკო საქმე)
** მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
** განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** ინგლისური ან ერთ - ერთი ევროპული ენა - A2 დონე (მეტყველება, წერა).

პიროვნული მახასიათებლები:

** საბიბლიოთეკო საქმის ცოდნა;
** MS Office (Word ძალიან კარგი, Excel კარგი, PPT - კარგი);
** დაგეგმვისა და მართვის უნარი;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა;
** მაღალი სამუშაო აქტივობა;
** სამუშაოსთან დაკავშირებული სტრესისადმი მდგრადობა;
** სიახლეებისა და ცვლილებების ინიცირებისა და პროფესიულ საქმიანობაში დანერგვის უნარი.

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა საკუთარი რეზიუმე გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:hr.kutaisi@schoolprogress.ge. Subject ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ბიბლიოთეკარი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 15 მაისი.

ორგანიზაცია გასაუბრებისთვის დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ აპლიკანტებს.

თქვენი მონაცემები დამუშავდება და შეინახება კონფიდენციალურობის სრული დაცვით.

სკოლა პროგრესი მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე