Робота для біженців з України
აღმზრდელი/აღმზრდელ-პედაგოგი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: აღმზრდელი/აღმზრდელ-პედაგოგი
მომწოდებელი: ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი
გამოქვეყნდა: 14 აპრილი / ბოლო ვადა: 15 მაისი
"ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი" აცხადებს ვაკანსიას აღმზრდელისა და აღმზრდელ-პედაგოგის პოზიციაზე ქალაქ ქუთაისში.

ამერიკული სკოლა პროგრესი ქუთაისში ხსნის მეორე საერთაშორისო სტანდარტების კამპუსს 3-დან 9 წლამდე ბავშვებისთვის! პროექტი შეიქმნა სპეციალურად ადრეული და დაწყებითი განათლების საფეხურებისთვის, სადაც ამერიკული სტანდარტები და თანამედროვე სასწავლო მეთოდოლოგია გაერთიანდება.

ახალი კამპუსი უზრუნველყოფს უწყვეტ საგანმანათლებლო ციკლს - ბაღიდან დაწყებითი სკოლის ჩათვლით. სასწავლო პროცესი ინგლისურენოვან გარემოში წარიმართება, რაც ბავშვებს ადრეული საგანმანათლებლო საფეხურიდან მოამზადებს გლობალური კონკურენტუნარიანობისთვის.

4-სართულიანი თანამედროვე შენობა 600-მდე მოსწავლეზეა გათვლილი და მოიცავს ნათელ, ერგონომიულ საკლასო ოთახებს, ასაკობრივად სპეციალიზებულ ლაბორატორიებს, ბიბლიოთეკას, შემოქმედებით სახელოსნოებს, სასცენო-სააქტო დარბაზს, კაფეტერიას, შიდა და გარე სპორტულ სივრცეებს, სარეკრეაციო ზონებსა და შიდა ეზოს, რომელიც სრულად მორგებული იქნება ბავშვის ფიზიკურ და ემოციურ განვითარებაზე.

დეტალური ინფორმაცია ახალი კამპუსის შესახებ, იხილეთ: https://drive.google.com/file/d/1u2e00hW5lx6_cB35Iu0kG1Ci8GF8cEGg/view?=

ადგილების რაოდენობა: 2
სამსახურის ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, სრული (ორ ცვლიანი სამუშაო გრაფიკი)
ანაზღაურება: შეთანხმებისამებრ.

თანამდებობის მიზანი:

აღმზრდელ-პედაგოგის მუშაობის ხელშეწყობა საგანმანათლებლო-სააღმზრდელო პროცესის სათანადოდ წარმართვის მიზნით.

სამუშაო მოვალეობები:

საგანმანათლებლო-სააღმზრდელო პროცესში შესასრულებელი სამუშაო მოვალეობები ითვალისწინებს აღმზრდელ-პედაგოგის სამუშაოს მხარდაჭერას შემდეგი მიმართულებით:

** სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის განხორციელება ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მეთოდოლოგიის და ბავშვის ასაკობრივი განვითარების თავისებურების გათვალისწინებით, ბავშვზე ორიენტირებული, კეთილგანწყობილი და ბავშვის მოტივაციისკენ მიმართული პროცესის უზრუნველყოფა;
** ბავშვების დასწრების ყოველდღიური მონიტორინგი და სპეციალურ ჟურნალში აღრიცხვა;
** ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში არსებულ სტანდარტების, სხვადასხვა პედაგოგიური მოდელებისა და პროგრამების, სწავლის თეორიების, თანამედროვე კვლევებისა და მიდგომების მუდმივად გაცნობა და სასწავლო-სააღმზრდელო პროცესში გათვალისწინება;
** აღსაზრდელების სოციალურ და ემოციურ განვითარებაზე ზრუნვა და მათი ჰოლისტური განვითარების ხელშეწყობა;
** აღსაზრდელებს შორის კონფლიქტური სიტუაციების კომუნიკაციით, პრობლემის ანალიზითა და ურთიერთშეთანხმების გზით გადაწყვეტის ხელშეწყობა;
** სწავლების მეთოდების, აქტივობების და რესურსების შერჩევა თითოეული ბავშვის ასაკის, განვითარების დონის, საჭიროებების, შესაძლებლობების და ინტერესების გათვალისწინებით; ბავშვის აქტიური ჩართვა სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის სხვადასხვა ეტაპის დაგეგმვასა და წარმართვაში (საგანმანათლებლო რესურსების შერჩევა, დღის განრიგის შედგება, ჯგუფის წესებზე შეთანხმება და ა.შ.);
** ინკლუზიური გარემოს შექმნაზე ზრუნვა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვის სწავლისა და განვითარების ხელშეწყობა;
** მოსწავლეებში ჯანმრთელობასთან, უსაფრთხოებასთან, თვითმომსახურებასთან, ჰიგიენასა და კვებასთან დაკავშირებული სწორი ჩვევების ჩამოყალიბების ხელშეწყობა;
** უნდა ფლობდეს ინფორმაციას თითოეული ბავშვის ჯანმრთელობასა და კვების თავისებურებებთან/საჭიროებებთან (დიეტა, ალერგია, კვებასთან დაკავშირებული კულტურული შეზღუდვები, იმუნიზაციის კალენდარი და ა.შ.) დაკავშირებით და გაითვალისწინოს სამუშაო პროცესში, ასეთის საჭიროების შემთხვევაში;
** ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, საჭიროების შემთხვევაში, გადაუდებელი დახმარების გაწევა და აღმზრდელ-პედაგოგის/ბაღის კოორდინატორის/ხელმძღვანელის ინფორმირება;
** თითოეული ბავშვის ჯანმრთელობასთან და განვითარებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცვლის მიზნით ბაღის სხვა სპეციალისტებთან (სპეციალური პედაგოგი, ექთანი/ექიმი და ა.შ.) თანამშრომლობა;
** საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა დაწესებულებებში გასვლით საქმიანობებში ჩართულობა;
** დაწესებულების შენობის და ეზოს სხვადასხვა სივრცეებად მოწყობის პროცესში ჩართულობა;
** ბავშვის პროგრესის და სააღზრდელო-საგანმანათლებლო გარემოს შეფასება და თვითშეფასება;
** ბავშვზე დაკვირვებისა და შეფასების პროცესში სათანადო დოკუმენტაციის წარმოებაში დახმარება (პორტფოლიო, ჩანაწერები და სხვა);
** ბავშვის დამოუკიდებელი მოქმედების ხელშეწყობა; სტრატეგიების გამოყენება, რომელიც ბავშვს ხელს უწყობს, გააკეთოს არჩევანი, თავისუფლად გამოხატოს აზრი სხვადასხვა საკითხზე;
** ბავშვების ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით სხვადასხვა სახის შემაჯამებელი ღონისძიების მოწყობაში ხელშეწყობა (გამოფენა, სპექტაკლი, ექსკურსია, კონცერტი, სახალისო შეჯიბრი და ა.შ.);
** კოლეგებთან ერთად პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა, ამ მიზნით, სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა, კონფერენციებში, სემინარებსა თუ სხვა ღონისძიებებში მონაწილეობა;
** საჭიროების შემთხვევაში, თითოეული ბავშვის საჭიროებიდან, შესაძლებლობებიდან, განვითარების დონიდან გამომდინარე სააღმზრდელო-საგანმანათლებლო გარემოს ადაპტირება;
** აღსაზრდელებს შორის დისკრიმინაციულ დამოკიდებულებასა და ქცევაზე რეაგირება, ზრუნვა აღსაზრდელებში სტერეოტიპული დამოკიდებულებების შესაცვლელად;
** ყოველი მიმდინარე კვირის ბოლოს მომდევნო კვირის სავარაუდო აქტივობების დაგეგმვაში დახმარება;
** ყოველი სამუშაო დღის ბოლოს სამუშაო სივრცის (ოთახი) და რესურსების მოწესრიგებაში დახმარება;
** დაწესებულების გენერალური დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული მეთოდოლოგიური დოკუმენტების (კურიკულუმის განვითარების მეთოდოლოგია და ა.შ.) და სხვა შიდაორგანიზაციული წესების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კანდიდატი უნდა ჰქონდეს პროფესიული ან უმაღლესი განათლება სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადი განათლების მიმართულებით (მასწავლებელი);
** სასურველია, კანდიდატს გავლილი ჰქონდეს "აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდული".

კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს ქვემოთ ჩამოთვლილ ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:

ა) ფლობდეს არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს ნებისმიერ მიმართულებაში/სფეროში/სპეციალობაში, ჰქონდეს აღმზრდელის, სხვა საგანმანათლებლო პერსონალის ან ჯგუფის დამხმარე პერსონალის პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილება და წარმატებით ჰქონდეს გავლილი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული "აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდული";
ბ) ფლობდეს ბაგა-ბაღის აღმზრდელ-პედაგოგის მე-5 საფეხურის პროფესიულ კვალიფიკაციას/უმაღლეს პროფესიულ კვალიფიკაციას სკოლამდელ აღზრდაში;
გ) ფლობდეს პროფესიულ კვალიფიკაციას აღმზრდელის, სკოლამდელი აღზრდის ან პედაგოგიკის მიმართულებით, ჰქონდეს აღმზრდელის, სხვა საგანმანათლებლო პერსონალის ან ჯგუფის დამხმარე პერსონალის პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილება და წარმატებით ჰქონდეს გავლილი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული "აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდული".

უცხო ენის ცოდნა: ინგლისური ენა - სასურველია B1 დონე (მეტყველება, წერა).

კომპეტენცია/პიროვნული მახასიათებლები:

** გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
** ბავშვის ინტერესებისა და შესაძლებლობების გამოვლენისა და მხარდაჭერის, თანადგომის და ემპათიის უნარი;
** ნდობის მოპოვების და ურთიერთობის დამყარების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** უწყვეტი პროფესიული განვითარების და სიახლეების მიმღებლობის უნარი;
** გუნდურობა;
** MS Office (Word ძალიან კარგი, Excel კარგი, PPT-ძალიან კარგი).

პოზიციის დაკავებასთან დაკავშირებული შეზღუდვები:

აღმზრდელად არ შეიძლება დასაქმდეს პირი, თუ:

** ნასამართლევია განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის და მოხსნილი არ აქვს ნასამართლობა;
** ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების გამო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ჩამორთმეული აქვს პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება;
** ნასამართლევია სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის, მიუხედავად ნასამართლობის მოხსნისა.

ზემოთ აღნიშნული გარემოებების გამორიცხვის მიზნით, კანდიდატს, ვაკანტურ პოზიციაზე შერჩევის შემთხვევაში, მოეთხოვება შესაბამისი ცნობების წარმოდგენა.

დაინტერესებული პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი მონაცემები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.kutaisi@schoolprogress.ge. Subject ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "აღმზრდელი" ან "აღმზრდელ-პედაგოგი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 15 მაისი.

ორგანიზაცია გასაუბრებისთვის დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ აპლიკანტებს.

თქვენი მონაცემები დამუშავდება და შეინახება კონფიდენციალურობის სრული დაცვით.

სკოლა პროგრესი მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე