Робота для біженців з України
დარაჯი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დარაჯი
მომწოდებელი: ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი
გამოქვეყნდა: 14 აპრილი / ბოლო ვადა: 15 აპრილი
"ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი" აცხადებს ვაკანსიას დარაჯის პოზიციაზე, ქ. ქუთაისში.

ამერიკული სკოლა პროგრესი ქუთაისში ხსნის მეორე საერთაშორისო სტანდარტების კამპუსს 3-დან 9 წლამდე ბავშვებისთვის! პროექტი შეიქმნა სპეციალურად ადრეული და დაწყებითი განათლების საფეხურებისთვის, სადაც ამერიკული სტანდარტები და თანამედროვე სასწავლო მეთოდოლოგია გაერთიანდება.

ახალი კამპუსი უზრუნველყოფს უწყვეტ საგანმანათლებლო ციკლს - ბაღიდან დაწყებითი სკოლის ჩათვლით. სასწავლო პროცესი ინგლისურენოვან გარემოში წარიმართება, რაც ბავშვებს ადრეული საგანმანათლებლო საფეხურიდან მოამზადებს გლობალური კონკურენტუნარიანობისთვის.

4-სართულიანი თანამედროვე შენობა 600-მდე მოსწავლეზეა გათვლილი და მოიცავს ნათელ, ერგონომიულ საკლასო ოთახებს, ასაკობრივად სპეციალიზებულ ლაბორატორიებს, ბიბლიოთეკას, შემოქმედებით სახელოსნოებს, სასცენო-სააქტო დარბაზს, კაფეტერიას, შიდა და გარე სპორტულ სივრცეებს, სარეკრეაციო ზონებსა და შიდა ეზოს, რომელიც სრულად მორგებული იქნება ბავშვის ფიზიკურ და ემოციურ განვითარებაზე.

ადგილების რაოდენობა: 3
სამსახურის ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი, ზ. ანჯაფარიძის ქ. №120
გრაფიკი: სრული - (ღამის ცვლა)
ანაზღაურება: შეთანხმებისამებრ.

თანამდებობის მიზანი - შენობის, მისი შიდა და გარე პერიმეტრის დაცვის უზრუნველყოფა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სკოლის შენობის და მისი მიმდებარე ტერიტორიის გაკონტროლება;
** შესაძლებლობის ფარგლებში, სკოლაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ან გამოვლენილ სამართალდარღვევის აღკვეთა და მათ შესახებ ინფორმაციის მიწოდება შესაბამისი სამსახურისთვის;
** სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამართულ მუშაობაზე მეთვალყურეობა. დაზიანების შემთხვევაში დირექტორის ინფორმირება;
** სამუშაო ადგილზე დროულად გამოცხადება და ობიექტის ჩაბარება ყოველდღიურად, დადგენილი წესის მიხედვით;
** ობიექტის დათვალიერება, დარღვევების აღრიცხვა ჟურნალში (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
** პერიოდულად სკოლის პერიმეტრის მონიტორინგის ჩატარება;
** სამუშაოს დასრულებისას მორიგე ცვლასთან ერთად ობიექტის (საკეტები, სიგნალიზაცია, მექანიზმები, ელექტრო მოწყობილობები, უბნები) შემოწმება;
** ავარიების, ხანძრის და სხვა საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უშუალო უფროსთან ინფორმაციის მიწოდება;
** გადაუდებელ შემთხვევაში სახანძრო, სასწრაფო დახმარების და სხვა ავარიული სამსახურების გამოძახება;
** კრიტიკულ სიტუაციებში ზომების მიღება, რისთვისაც ნებადართულია სამსახურებრივი და სასაწყობე სათავსოების გახსნა;
** ყველა საგანგაშო და საკამათო სიტუაციის შეტყობინება ადმინისტრაციისთვის;
** ობიექტზე მექანიკური მოქმედების ლუქების დაზიანების, სიგნალიზაციის ამუშავების ან სხვა საგანგაშო ნიშნების აღმოჩენის, უცხო პირების აღმოჩენის შემთხვევაში ზომების მიღება, უშუალო უფროსის ინფორმირება;
** თავისი სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, დაწესებულების მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, სხვა უფლებამოსილებების განხორციელება, ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება.

დამატებითი კომპეტენციები:

** საგანგებო კრიზისულ სიტუაციებში (ხანძარი, წყალდიდობა, მიწისძვრა და სხვ.) ქცევის წესების ცოდნა;
** დაცვის და უსაფრთხოების წესების ცოდნა;
** სანიტარული და ხანძარსაწინააღმდეგო ზომების ცოდნა;
** ორგანიზებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა;
** მაღალი სამუშაო აქტივობა;
** სამუშაოსთან დაკავშირებული სტრესისადმი მდგრადობა;
** სიახლეებისა და ცვლილებების ინიცირებისა და პროფესიულ საქმიანობაში დანერგვის უნარი

დაინტერესებული პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი მონაცემები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.kutaisi@schoolprogress.ge. Subject ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება:"დარაჯი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 15 მაისი.

ორგანიზაცია გასაუბრებისთვის დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ აპლიკანტებს.

თქვენი მონაცემები დამუშავდება და შეინახება კონფიდენციალურობის სრული დაცვით.

სკოლა პროგრესი მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე