Робота для біженців з України
ექიმი/ექთანი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექიმი/ექთანი
მომწოდებელი: ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი
გამოქვეყნდა: 14 აპრილი / ბოლო ვადა: 15 მაისი
"ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი" აცხადებს ვაკანსიას ექიმის ან ექთნის პოზიციაზე ქ. ქუთაისში.

ამერიკული სკოლა პროგრესი ქუთაისში ხსნის მეორე საერთაშორისო სტანდარტების კამპუსს 3-დან 9 წლამდე ბავშვებისთვის! პროექტი შეიქმნა სპეციალურად ადრეული და დაწყებითი განათლების საფეხურებისთვის, სადაც ამერიკული სტანდარტები და თანამედროვე სასწავლო მეთოდოლოგია გაერთიანდება.

ახალი კამპუსი უზრუნველყოფს უწყვეტ საგანმანათლებლო ციკლს - ბაღიდან დაწყებითი სკოლის ჩათვლით. სასწავლო პროცესი ინგლისურენოვან გარემოში წარიმართება, რაც ბავშვებს ადრეული საგანმანათლებლო საფეხურიდან მოამზადებს გლობალური კონკურენტუნარიანობისთვის.

4-სართულიანი თანამედროვე შენობა 600-მდე მოსწავლეზეა გათვლილი და მოიცავს ნათელ, ერგონომიულ საკლასო ოთახებს, ასაკობრივად სპეციალიზებულ ლაბორატორიებს, ბიბლიოთეკას, შემოქმედებით სახელოსნოებს, სასცენო-სააქტო დარბაზს, კაფეტერიას, შიდა და გარე სპორტულ სივრცეებს, სარეკრეაციო ზონებსა და შიდა ეზოს, რომელიც სრულად მორგებული იქნება ბავშვის ფიზიკურ და ემოციურ განვითარებაზე.

დეტალური ინფორმაცია ახალი კამპუსის შესახებ, იხილეთ: https://drive.google.com/file/d/1u2e00hW5lx6_cB35Iu0kG1Ci8GF8cEGg/view?usp=sharing&=

ადგილების რაოდენობა: 1
სამსახურის ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი, ზ. ანჯაფარიძის ქ. №120
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, სრული (9-დან 18:00 საათამდე)
ანაზღაურება: შეთანხმებისამებრ.

ექიმის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

ა) მოახდინოს დაუყოვნებელი რეაგირება მოსწავლის ან სკოლის პერსონალის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ გადაუდებელ მდგომარეობაზე (ტრავმა, დაზიანება, დამწვრობა, მწვავე ტკივილი, მოწამვლა, ასფიქსია, კრუნჩხვა, შოკი, ცნობიერების მოშლა, ცხელება და სხვა მსგავსი მდგომარეობა);
ბ) შეაფასოს მდგომარეობის სიმძიმე და მიიღოს გადაწყვეტილება სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების შესახებ;
გ) პირველადი ჯანდაცვის სამედიცინო დაწესებულების მართვის ელექტრონულ სისტემაში წვდომის ფარგლებში, საჭიროების შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით მოიძიოს არსებული ინფორმაცია მოსწავლის/პერსონალის ჯანმრთელობის შესახებ და გაითვალისწინოს მკურნალობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების დროს;
დ) მოსწავლის მდგომარეობის გათვალისწინებით, მიმართოს დირექციას (სკოლის ხელმძღვანელობის მიერ შეთანხმებული ფორმით) მათი საგაკვეთილო პროცესიდან განთავისუფლების შესახებ, მიმართოს მოსწავლის მშობლებს/კანონიერ წარმომადგენელს და მიაწოდოს ინფორმაცია მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
ე) სამედიცინო შემთხვევებთან დაკავშირებული მიმართვები აღრიცხოს სამედიცინო შემთხვევების აღრიცხვის ჟურნალში და გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ ინფორმაცია შეიტანოს სკოლაში გაწეული სამედიცინო მომსახურების სააღრიცხვო ფორმაში;
ვ) მოახდინოს სკოლაში იმ გარემო ფაქტორების შეფასება, რომლებიც შეიცავს ფიზიკური დაზიანების რისკებს (სიმაღლიდან ვარდნა, დაცემა, ჭრილობის მიყენება, დამწვრობა და ა.შ); მიიღოს პრევენციული ზომები; შეატყობინოს სკოლის შესაბამის პასუხისმგებელ პირს საფრთხის არსებობის შესახებ და გაუწიოს ზედამხედველობა საფრთხის სრულად აღმოფხვრის პროცესს;
ზ) საჭირო პერიოდულობით განახორციელოს სამედიცინო შემოწმების ღონისძიებები:
ზ.ა) ბავშვთა ასაკში გავრცელებული იმ დაავადებების დროული აღმოჩენისა და გართულების პრევენციისათვის, როგორიცაა: სქოლიოზი, ბრტყელი ან/და ვალგუსური ტერფი, ტანადობასთან დაკავშირებული სხვა დარღვევები, მხედველობისა და მეტყველების დარღვევები, პირის ღრუს დაავადებები;
ზ.ბ) მოსწავლის ანთროპომეტრული მონაცემების შეფასება ასაკობრივ ნორმებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;
ზ.გ) პედიკულოზის პრევენციის მიზნით;
თ) მშობლებისგან/კანონიერი წარმომადგენლებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე
სამედიცინო მეთვალყურეობა გაუწიოს ქრონიკული დაავადების მქონე და ხშირად მოავადე
მოსწავლეებს;
ი) ჩატარებული სამედიცინო შემოწმების შედეგად გამოვლენილი ჯანმრთელობის პრობლემის მქონე მოსწავლეთა მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან იქონიოს კომუნიკაცია და გასცეს საჭირო რეკომენდაციები;
კ) გაატაროს საჭირო ღონისძიებები სკოლაში ინფექციური დაავადებების გავრცელების პრევენციისთვის. საჭიროების შემთხვევაში, მიმართოს შესაბამის უწყებებს;
ლ) გაუწიოს ზედამხედველობა მოსწავლეთა იმუნიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს
(ჩატარებული გეგმური და არაგეგმური აცრების ისტორიის ამსახველი დოკუმენტების მოთხოვნა მოსწავლის მშობლისგან/კანონიერი წარმომადგენლისგან და მათი შესწავლა. გამოტოვებული ან/და უახლოეს პერიოდში აცრების ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული ვაქცინაციის ჩატარების აუცილებლობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლისთვის);
მ) განახორციელოს მოსწავლეებთან, მშობლებთან, მასწავლებლებთან ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული საქმიანობა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ცხოვრების ჯანსაღი წესი, მავნე ჩვევების დაძლევა, პირად ჰიგიენასთან დაკავშირებული საკითხები, ჯანმრთელობის ხელშეწყობა, მათ შორის მოზარდთა რეპროდუქციული ჯანმრთელობა, ნაადრევი ქორწინების რისკები და სხვა;
ნ) განახორციელოს სკოლის სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა.სკოლის დასუფთავებაზე პასუხისმგებელ პერსონალს მიაწოდოს ინფორმაცია დალაგების წესის, გამოსაყენებელი ხსნარების, დასუფთავების რეჟიმის, ნარჩენების მართვისა და სხვა დაკავშირებული დეტალების შესახებ;
ო) გაუწიოს ზედამხედველობა სკოლაში სასმელი წყლისა და სურსათის უვნებლობის
უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაცვას;
პ) მიიღოს მონაწილეობა მოსწავლის დღის რეჟიმის, საგაკვეთილო და დასვენების რეჟიმის
შემუშავებაში;
ჟ) განახორციელოს მოსწავლეზე ძალადობის, არასათანადო მოპყრობის ან სხვა მსგავსი ფაქტების აღმოჩენის შემთხვევაში, სკოლის დირექციის, სოციალური სამსახურის და სხვა შესაბამისი უწყებების ინფორმირება კანონმდებლობით დადგენილი წესით;
რ) ძალადობის მსხვერპლი მოზარდის ამოცნობის/შეფასების, რეფერირებისა და შესაბამისი
დოკუმენტირების უზრუნველყოფის მიზნით, მოზარდის მიმართ განხორციელებული ძალადობის ეჭვის, საფუძვლიანი ეჭვისა და დადასტურებულ შემთხვევაში, სკოლაში გაწეული სამედიცინო მომსახურების სააღრიცხვო ფორმასთან ერთად შეავსოს ბავშვის მიმართ ძალადობის/სექსუალური ძალადობის დოკუმენტაცია "ამბულატორიული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის" შესაბამისად;
ს) განახორციელოს წლის განმავლობაში დაგროვილი ინფორმაციის ანალიზი (სამედიცინო
შემთხვევების რაოდენობა და ტიპები, პერიოდული სამედიცინო შემოწმებით გამოვლენილი
განვითარების დარღვევები, სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების უზრუნველყოფასთან
დაკავშირებული პრობლემები და ა.შ.) და მოამზადოს საჭირო წინადადებები და რეკომენდაციები სკოლის ხელმძღვანელობისათვის წარსადგენად;
ტ) დაიცვას პერსონალური მონაცემები კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

ექთნის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

ა) გაუწიოს დახმარება სკოლის ექიმს მისი ფუნქციების შესრულებაში;
ბ) გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საჭიროების დროს, სკოლის ექიმის მითითებით მოსწავლეს აღმოუჩინოს პირველადი დახმარება. ექიმის არყოფნის შემთხვევაში, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება პირველადი დახმარების აღმოჩენის შესახებ, ჩაატაროს საჭირო მანიპულაციები და მომხდარის შესახებ აცნობოს სკოლის ექიმს. საჭიროების შემთხვევაში გამოიძახოს სასწრაფო სამედიცინო დახმარება;
გ) მიაწოდოს ინფორმაცია მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს, მოსწავლის
ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და მისცეს საჭირო რეკომენდაცია მისი კომპეტენციის ფარგლებში;
დ) საჭიროების შემთხვევაში, დაეხმაროს ქრონიკული დაავადების მქონე მოსწავლეებს საჭირო პროცედურის ჩატარებაში (დიაბეტით დაავადებულ მოსწავლეს - ინსულინის მიღებაში, ასთმით დაავადებულ მოსწავლეს - ინჰალაციის ჩატარებაში, ამასთან, კომპეტენციის ფარგლებში, დაეხმაროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებს და ა.შ)
ე) მონაწილეობას იღებს სკოლის სანიტარიულ-ჰიგიენურ ზედამხედველობაში, მოსწავლეთა ჯანმრთელობითი განათლებისა და პირადი ჰიგიენის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) სკოლის ექიმი - უმაღლესი სამედიცინო განათლების მქონე პირი, რომელიც ფლობს
დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელ სახელმწიფო სერტიფიკატს რომელიმე შემდეგ სპეციალობაში:
ა) "პედიატრია";
ბ) "საოჯახო მედიცინა";
გ) "ზოგადი პროფილის ექიმი პედიატრი".
ბ) სკოლის ექთანი - შესაბამისი პროფესიული ან უმაღლესი განათლების მქონე საშუალო სამედიცინო პერსონალი

** პროფესიული საექთნო/საექიმო განათლება;
** 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება ექიმის თანამდებობაზე;
** 1 წლიანი მუშობის გამოცდილება ექთნის პოზიციაზე.
** MS Office (Word კარგი, Excel კარგი);
** ინგლისური ენა ან/და ერთ-ერთი ევროპული ენა - A1 დონე (მეტყველება, წერა).

უნარები:

** ორგანიზებულობა;
** საქმისა და დროის სწორად გადანაწილების უნარი;
** ინტერაქციისა და კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კონფიდენციალურობა, მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა.

განაცხადის შემოტანის პროცესი:

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა საკუთარი რეზიუმე გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.kutaisi@schoolprogress.ge; Subject ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება:"ექიმი" ან "ექთანი" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 15 მაისი.

ორგანიზაცია გასაუბრებისთვის დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ აპლიკანტებს.

თქვენი მონაცემები დამუშავდება და შეინახება კონფიდენციალურობის სრული დაცვით.

სკოლა პროგრესი მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე