|
დასახელება:
ტექნიკური დირექტორი
|
| მომწოდებელი:
სამედიცინო კომპანია
|
|
გამოქვეყნდა: 14 აპრილი
/ ბოლო ვადა: 14 მაისი
|
სამედიცინო კომპანია აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური დირექტორის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კლინიკაში ელექტრო ინფრასტრუქტურის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** ელექტრო სისტემების (ენერგომომარაგება, გენერატორები და სხვა) მონიტორინგი;
** ტექნიკური გუნდის კოორდინაცია;
** პროფილაქტიკური და გეგმიური ტექნიკური მომსახურების დაგეგმვა და კონტროლი;
** პრობლემების სწრაფი იდენტიფიცირება და ოპერატიული აღმოფხვრა;
** სამედიცინო აპარატურის ელექტრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
** ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებაზე მუშაობა და ხარჯების ოპტიმიზაცია;
** უსაფრთხოების სტანდარტებისა და რეგულაციების შემუშავება/დაცვა (ელექტრო უსაფრთხოება და სხვა);
** ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება და განახლება;
** ახალი ტექნიკური პროექტების დაგეგმვასა და დანერგვაში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი ან პროფესიული განათლება
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება (კლინიკაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
პიროვნული უნარები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** ორგანიზებულობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** დროის ეფექტური მართვის უნარი
** შრომის და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვა
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: clinical.servicesHR@outlook.com. გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.
მადლობას გიხდით ყველა დაინტერესებულ პირს. მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან დაბარებული გასაუბრებაზე.
კანდიდატისთვის ცნობილია, რომ ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის მიერ წარმოდგენილ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის 6 (ექვსი) თვის ვადით.
|
|
|
|