|
დასახელება:
გეოდეზისტი
|
| მომწოდებელი:
ამბასადორი აილენდ ბათუმი
|
|
გამოქვეყნდა: 14 აპრილი
/ ბოლო ვადა: 14 მაისი
|
"ამბასადორი ბათუმი აილენდი" აცხადებს ვაკანსიას გეოდეზისტის პოზიციაზე
"Ambassador Island Batumi" აჭარის რეგიონის შეუქცევადი განვითარების შთამბეჭდავი სიმბოლოა-ინოვაციური პროექტი, რომელიც თავისი უნიკალური მდებარეობით, მასშტაბითა და მრავალფუნქციური კონცეფციით ახალი ტურისტული და ეკონომიკური ცენტრის როლს შეასრულებს.
მდებარეობა: ბათუმი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
სამუშაო დრო: 5/2
ელ ფოსტა: hr@islandambassadori.com
ჩვენ გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კვების უზრუნველყოფა;
** 20%-ნი ფასდაკლება ამბასადორი ჯგუფის სასტუმროებსა და რესტორნების ქსელში;
** პროფესიული განვითარება;
** მეგობრული სამუშაო გარემო.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება სამშენებლო გეოდეზიაში
** უმაღლესი განათლება გეოდეზიის, საინჟინრო ან შესაბამის ტექნიკურ სფეროში
** GNSS (სტატიკური და RTK), ნიველირებისა და საკონტროლო ქსელების მართვის პრაქტიკული გამოცდილება
** CAD/BIM პროგრამებში მუშაობის გამოცდილება
** პროგრამების ცოდნა: AutoCAD, Civil 3D, ArchiCAD, Microsoft Office
** ტექნიკური ნახაზებისა და დოკუმენტაციის წაკითხვისა და ანალიზის უნარი
** ძლიერი ანალიტიკური უნარები და დეტალებზე ორიენტაცია
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
ძირითადი მოვალეობები:
** საინჟინრო ნახაზების მიხედვით სამუშაოს მოცულობების დათვლა
** ნიშნულებისა და კოორდინატების კონტროლი
** ტერიტორიის აგეგმვა და ტოპოგრაფიული კვლევების ჩატარება
** საველე და კამერალური აზომვების შესრულება და დამუშავება
** დაკვალვის სამუშაოების შესრულება (ელექტროტახომეტრი, GNSS)
** GNSS დაკვირვებების წარმოება (სტატიკური და RTK მეთოდით)
** მაღალი სიზუსტის ნიველირება და საკონტროლო ქსელების მართვა
** საყრდენი რეპერების განსაზღვრა და შენარჩუნება პროექტის განმავლობაში
** საპროექტო კოორდინატებისა და ნიშნულების გადატანა CAD/BIM სისტემებიდან სამშენებლო მოედანზე
** კონსტრუქციული ღერძების, ბადეების და ელემენტების დაკვალვა და კონტროლი
** ვერტიკალური და ჰორიზონტალური სიზუსტის კონტროლი
** შენობის ვერტიკალურობისა და კონსტრუქციული ელემენტების სიზუსტის კონტროლი
** დეფორმაციების (გადაადგილების) მონიტორინგი
** შესრულებული სამუშაოების აზომვა და as-built დოკუმენტაციის წარმოება
** გაზომვების ცდომილებების ანალიზი და გეომეტრიული ტოლერანტობების განსაზღვრა
** ტექნიკური ანგარიშების მომზადება
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: hr@islandambassadori.com
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|