|
დასახელება:
პრომოუტერი
|
| მომწოდებელი:
ალტა
|
|
გამოქვეყნდა: 14 აპრილი
/ ბოლო ვადა: 14 მაისი
|
"ალტა" არის ლიდერი კომპანია საქართველოს ტექნოლოგიების ბაზარზე, რომელიც ოპერირებს როგორც მსოფლიო ბრენდების, ისე დისტრიბუციის, საცალო გაყიდვებისა და სერვისების რეალიზაციის მიმართულებით.
შპს "ალტა" აცხადებს ვაკანსიას ბრენდის პრომოუტერის ვაკანტურ პოზიციაზე, ქალაქ თბილისში.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ქავთარაძის სითი მოლი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით (შესაძლებელია არასრული უმაღლესი/სტუდენტი)
** გაყიდვებში ან მომხმარებელთა მომსახურების სფეროში გამოცდილებას მიენიჭება უპირატესობა
** ინგლისური ენის ცოდნას მიენიჭება უპირატესობა
** კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარი
ძირითადი მოვალეობები:
** ბრენდის/პროდუქტის შესახებ ინფორმაციის მიწოდება პოტენციური მომხმარებლებისთვის;
** პროდუქტის ფუნქციების დემონსტრირება და უპირატესობების წარდგენა;
** მომხმარებლებისთვის პროფესიონალური კონსულტაციის გაწევა;
** საგამოფენო სივრცის მოწესრიგება და მომზადება;
** პროდუქტის ვარგისიანობის შემოწმება გაყიდვამდე;
** პრომო აქციებში აქტიური მონაწილეობა;
** კონკურენტული გარემოს მონიტორინგი და ინფორმაციის მიწოდება;
პიროვნული თვისებები:
** მომხმარებელზე ორიენტირება და გაყიდვების კომპეტენცია;
** პასუხისმგებლობა;
** მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე ინტერესი;
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტების წარდგენით, შპს "ალტას" უფლებამოსილებას გვანიჭებთ, აღნიშნული დოკუმენტები დავამუშაოთ როგორც მოცემული, ასევე სამომავლოდ სხვა მსგავსი ვაკანსიების ფარგლებში და შევინახოთ კომპანიის ბიზნეს საქმიანობის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და კომპანიის შიდა რეგულაციების შესაბამისად, არაუმეტეს ერთი წლის ვადით.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/IXT6PyVc
|
|
|
|