|
დასახელება:
დასაქმების კონსულტანტი
|
| მომწოდებელი:
SOS ბავშვთა სოფელი
|
|
გამოქვეყნდა: 14 აპრილი
/ ბოლო ვადა: 26 აპრილი
|
ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი", გერმანული ორგანიზაციის BildungsChancen gGmbH-ისა და ესოეს ბავშვთა სოფლების გლობალური ქსელის (გერმანიაში რეგისტრირებული ასოციაცია) მხარდაჭერით, პროექტის "VIBES for Youth II: ახალგაზრდების თვითგამორკვევის, კეთილდღეობისა და დასაქმების ხელშეწყობა" ფარგლებში, აცხადებს ვაკანსიას:
დასაქმების კონსულტანტი
სამუშაო ადგილი: თბილისი (2 ვაკანტური ადგილი)
სამუშაო დატვირთვა: სრული განაკვეთი (100%)
პროექტის ხანგრძლივობა: მაისი, 2026 - დეკემბერი, 2029
პროექტის შესახებ ინფორმაცია:
პროექტის "VIBES II: ახალგაზრდების თვითგამორკვევის, კეთილდღეობისა და დასაქმების ხელშეწყობა" მიზანია, სამიზნე ჯგუფის ახალგაზრდების ფსიქოსოციალური დახმარება და მათი ცხოვრებისეული, პროფესიული, დასაქმების, თვითდასაქმებისა და მეწარმეობის უნარების გაუმჯობესება, რათა ადგილობრივ შრომის ბაზარზე ხელი შეეწყოს მათი დასაქმებისა და თვითდასაქმების, მათ შორის მცირე მეწარმეობის შესაძლებლობების გაზრდას, გარდა ამისა, სოციალური ფუნქციონირების აღდგენა-გაუმჯობესებას.
პროექტი ასევე ითვალისწინებს სახელმწიფო უწყებებისა და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (CSO-ების) ინსტიტუციურ გაძლიერებას, რათა მათ თემის დონეზე უფრო ეფექტიანად შეძლონ სოციალურად დაუცველი და მოწყვლადი ახალგაზრდების საჭიროებების დაკმაყოფილება.
პროექტი ხორციელდება საქართველოს, სომხეთის, ყირგიზეთისა და ბელარუსის SOS ბავშვთა სოფლების ერთობლივი პარტნიორობით.
საქართველოს შემთხვევაში პროექტი განხორციელდება ორ რეგიონში - თბილისსა და ქვემო ქართლში (მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები), ადგილობრივ პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით.
საქმიანობის ძირითადი მიზანი: დასაქმების კონსულტანტის მთავარი მიზანია პროექტის ბენეფიციარი ახალგაზრდების დასაქმებასა და თვითდასაქმებაში დახმარება, ასევე, სამეწარმეო უნარების განვითარებაში მხარდაჭერა, მათი პიროვნული, პროფესიული და კარიერული უნარების განვითარებისა და შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანობის გაზრდის გზით.
პოზიცია მოიცავს ქოუჩინგის ფუნქციებს და ითვალისწინებს ინდივიდუალური და ჯგუფური მხარდაჭერის უზრუნველყოფას, კარიერული მიმართულებების განსაზღვრაში ახალგაზრდების მხარდაჭერას, რათა მეტად გახდეს შესაძლებელი მათი ინტეგრაციას ადგილობრივ შრომის ბაზარზე.
დასაქმების კონსულტანტი, პროექტის მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, ანგარიშვალდებულია პროექტის მენეჯერის წინაშე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** პროექტის სამიზნე ახალგაზრდების მოძიება და მათი პროექტში ჩართვის კამპანიებში მონაწილეობა;
** მტკიცებულებაზე დაფუძნებული სატრენინგო პროგრამის - "NEXT ECONOMY" სრული კურსის გავლა (ტრენერთა ტრენინგი);
** შრომის ბაზრის ანალიზი და მოთხოვნადი პროფესიების იდენტიფიცირება, ბენეფიციარი ახალგაზრდების დასაქმების შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით;
** ბენეფიციარი ახალგაზრდების განათლების, კვალიფიკაციისა და არსებული უნარების შეფასება და მათი განვითარების საჭიროებების განსაზღვრა;
** ბენეფიციართა ინდივიდუალური განვითარების გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა მულტიდისციპლინურ გუნდთან თანამშრომლობით;
** ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტაციების გაწევა ბენეფიციარი ახალგაზრდებისთვის კარიერული განვითარებისა და დასაქმების საკითხებზე;
** ტრენინგების ჩატარება დასაქმებისთვის საჭირო უნარების განვითარებაზე (CV/რეზიუმესა და სამოტივაციო წერილის მომზადება, გასაუბრების უნარები და სხვა);
** ქოუჩინგის პროცესის წარმართვა და ბენეფიციარების მხარდაჭერა პიროვნული, პროფესიული და კარიერული განვითარების მიმართულებით, მტკიცებულებაზე დაფუძნებული პროგრამის "NEXT ECONOMY" გამოყენებით;
** ბენეფიციარების მხარდაჭერა სამუშაოს ძიების სტრატეგიების განსაზღვრასა და პრაქტიკაში განხორციელებაში;
** ბენეფიციარების ხელშეწყობა თვითდასაქმებისა და მცირე ბიზნესის განვითარების მიმართულებით;
** აქტიური თანამშრომლობა საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორთან, პროფესიულ სასწავლო ცენტრებთან და სხვა პარტნიორებთან, ბენეფიციართა დასაქმებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით;
** ვაკანსიების მოძიება და ბენეფიციართა დაკავშირება პოტენციურ დამსაქმებლებთან;
** ბენეფიციარების მხარდაჭერა შესაბამისი ინფორმაციისა და განცხადებების გავრცელებაში (მათ შორის მედიის საშუალებით);
** დასაქმების სფეროში არსებული საკანონმდებლო ცვლილებებისა და ტენდენციების მუდმივი მონიტორინგი;
** ბენეფიციართა ჩართულობით სხვადასხვა ღონისძიებებისა და აქტივობების ორგანიზება, მათ შორის გამოცდილების გაზიარების ფორმატების განვითარება;
** სამუშაო გეგმების შემუშავება და განხორციელებული საქმიანობის რეგულარული ანგარიშგება პროექტის მენეჯერთან;
** პროექტის ფარგლებში ორგანიზებულ საგანმანათლებლო, საკოორდინაციო და პროფესიული სუპერვიზიის შეხვედრებში მონაწილეობა.
სავალდებულო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (მაგისტრის ხარისხი), სასურველია სოციალური მეცნიერებების, ბიზნესის ან ეკონომიკის მიმართულებით;
** დასაქმების კუთხით ახალგაზრდებთან, მოწყვლად ოჯახებთან და/ან თემთან მუშაობის მინიმუმ სამწლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ბენეფიციარების ინტერესების, პოტენციალისა და საჭიროებების გამოვლენის, ასევე, მათთვის მხარდაჭერის გაწევის უნარი;
** ბენეფიციარების თანადგომისა და ემპათიის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის, ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობების დამყარებისა და შენარჩუნების უნარი;
** სტრესულ და გამოწვევებით სავსე სიტუაციებში თვითკონტროლისა და პროფესიული სიმშვიდის შენარჩუნების უნარი;
** სტრატეგიული დაგეგმვისა და სამუშაოს ეფექტური ორგანიზების უნარი;
** გუნდურად მუშაობისა და თანამშრომლობის უნარი;
** პროფესიული წერითი უნარ-ჩვევები;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ:
ასოციაცია "საქართველოს ესოეს ბავშვთა სოფელი" არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელსაც გააჩნია საკუთარი წესდება და ჰყავს გამგეობა. ორგანიზაცია ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში 1989 წლიდან საქმიანობს საქართველოში. ჩვენ ვეხმარებით და ვაძლიერებთ სხვადასხვა სირთულის წინაშე მყოფ ბავშვიან ოჯახებს, რათა მათ შეძლონ საკუთარ შვილებზე ზრუნვა. ჩვენ ვაწვდით მშობელთა მზრუნველობამოკლებულ ბავშვებსა და ახალგაზრდებს ხარისხიან ალტერნატიულ ზრუნვას. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.sos-childrensvillages.ge/ ან ეწვიეთ Facebook გვერდს: https://www.facebook.com/SOSChildrensVillagesGeorgia
ჩვენ გთავაზობთ:
** შინაარსობრივად მრავალმხრივ და საინტერესო სამუშაოს;
** მხარდამჭერ და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული ზრდისა და უწყვეტი განვითარების მუდმივ შესაძლებლობას.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი სამოტივაციო წერილი და CV ქართულ ენაზე, რომელიც შეიცავს სამი რეკომენდატორი პირის საკონტაქტო ინფორმაციას შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@sos-kd.ge, 2026 წლის 26 აპრილის ჩათვლით. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ "დასაქმების კონსულტანტი - VIBES II".
|
|
|
|