Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=714085&print=yes&view=jobs
 
ფსიქოლოგი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფსიქოლოგი
მომწოდებელი: SOS ბავშვთა სოფელი
გამოქვეყნდა: 14 აპრილი / ბოლო ვადა: 26 აპრილი
ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი", გერმანული ორგანიზაციის BildungsChancen gGmbH-ისა და ესოეს ბავშვთა სოფლების გლობალური ქსელის (გერმანიაში რეგისტრირებული ასოციაცია) მხარდაჭერით, პროექტის "VIBEs for Youth II: ახლაგაზრდების თვითგამორკვევის, კეთილდღეობისა და დასაქმების ხელშეწყობა" ფარგლებში, აცხადებს შემდეგ ვაკანსიას:

ფსიქოლოგი

სამუშაო ადგილი: თბილისი (1 ვაკანტური ადგილი)
სამუშაო დატვირთვა: სრული განაკვეთი (100%)
პროექტის ხანგრძლივობა: მაისი, 2026 - დეკემბერი, 2029

პროექტის შესახებ ინფორმაცია:

პროექტის "VIBES II: ახლაგაზრდების თვითგამორკვევის, კეთილდღეობისა და დასაქმების ხელშეწყობა" მიზანია, სამიზნე ჯგუფის ახალგაზრდების ფსიქოსოციალური დახმარება და მათი ცხოვრებისეული, პროფესიული, დასაქმების, თვითდასაქმებისა და მეწარმეობის უნარების გაუმჯობესება, რათა ადგილობრივ შრომის ბაზარზე ხელი შეეწყოს მათი დასაქმებისა და თვითდასაქმების, მათ შორის მცირე მეწარმეობის შესაძლებლობების გაზრდას, გარდა ამისა, სოციალური ფუნქციონირების აღდგენა-გაუმჯობესებას.

პროექტი ასევე ითვალისწინებს სახელმწიფო უწყებებისა და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (CSO-ების) ინსტიტუციურ გაძლიერებას, რათა მათ თემის დონეზე უფრო ეფექტიანად შეძლონ სოციალურად დაუცველი და მოწყვლადი ახალგაზრდების საჭიროებების დაკმაყოფილება.

პროექტი ხორციელდება საქართველოს, სომხეთის, ყირგიზეთისა და ბელარუსის SOS ბავშვთა სოფლების ერთობლივი პარტნიორობით.

საქართველოს შემთხვევაში პროექტი განხორციელდება ორ რეგიონში - თბილისსა და ქვემო ქართლში (მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები), ადგილობრივ პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით.

საქმიანობის ძირითადი მიზანი: პროექტის ბენეფიციარების ფსიქოლოგიური შეფასება, ფსიქოკონსულტირება, ფსიქოგანათლება და ფსიქოსოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება დასაქმების ან თვითდასაქმების ხელშესაწყობად.

ფსიქოლოგი, პროექტის მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, ანგარიშვალდებულია პროექტის მენეჯერის წინაშე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროექტის სამიზნე ახალგაზრდების მოძიება და მათი პროექტში ჩართვის კამპანიებში მონაწილეობა;
** თითოეული ბენეფიციარი ახალგაზრდის ფსიქოლოგიური შეფასება;
** შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, თითოეული ბენეფიციარის ფსიქოკონსულტირება;
** ბენეფიციარიებისათვის ინდივიდუალური და/ან ჯგუფური ფსიქოსაგანმანათლებლო სესიების ჩატარება;
** მტკიცებულებაზე დაფუძნებული სატრენინგო პროგრამის - "NEXT ECONOMY" სრული კურსის გავლა (ტრენერთა ტრენინგი);
** სამიზნე ჯგუფის ახალგაზრდებისთვის მტკიცებულებაზე დაფუძნებული სატრენინგო პროგრამის "NEXT ECONOMY" ჯგუფური სესიების ჩატარება პროექტის სხვა სპეციალისტებთან ერთად;
** განსაკუთრებული შემთხვევებისას, ოჯახებში ვიზიტების განხორციელება;
** ფსიქოდიაგნოსტიკის შედეგებზე დაყრდნობით, თითოეული ბენეფიციარის ინდივიდუალური განვითარების გეგმის შემუშავება და პერიოდულად მისი მდგომარეობის შეფასება მულტიდისციპლინური მიდგომებით;
** ბენეფიციართან მუშაობის დროს შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
** სამუშაო გეგმის შემუშავება, შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშების მომზადება და პროექტის კოორდინატორისათვის მიწოდება;
** პროექტის ფარგლებში მიწოდებული კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების გავლა და სუპერვიზიის მიზნით დაგეგმილ შეხვედრებში მონაწილეობა.

სავალდებულო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (მაგისტრის ხარისხი) ფსიქოლოგის კვალიფიკაციით;
** ახალგაზრდებთან, მოწყვლად ბავშვებთან და ოჯახებთან ფსიქოლოგად მუშაობის მინიმუმ სამწლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ბავშვისა და მოზარდის ასაკობრივი თავისებურებების ცოდნა;
** ბენეფიციარის ინტერესებისა და შესაძლებლობების გამოვლენის, ასევე, მათთვის მხარდაჭერის გაწევის უნარი;
** ბენეფიციარების თანადგომისა და ემპათიის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაცია, ნდობის მოპოვებისა და ურთიერთობის დამყარების უნარი;
** მოქნილობა და დამოუკიდებლობა;
** სტრესულ და გამოწვევებით სავსე სიტუაციებში თვითკონტროლისა და პროფესიული სიმშვიდის შენარჩუნების უნარი;
** სტრატეგიული დაგეგმვისა და სამუშაოს ეფექტური ორგანიზების უნარი;
** გუნდურად მუშაობისა და თანამშრომლობის უნარი;
** პროფესიული წერითი უნარ-ჩვევები;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ:

ასოციაცია "საქართველოს ესოეს ბავშვთა სოფელი" არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელსაც გააჩნია საკუთარი წესდება და ჰყავს გამგეობა. ორგანიზაცია ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში 1989 წლიდან საქმიანობს საქართველოში. ჩვენ ვეხმარებით და ვაძლიერებთ სხვადასხვა სირთულის წინაშე მყოფ ბავშვიან ოჯახებს, რათა მათ შეძლონ საკუთარ შვილებზე ზრუნვა. ჩვენ ვაწვდით მშობელთა მზრუნველობამოკლებულ ბავშვებსა და ახალგაზრდებს ხარისხიან ალტერნატიულ ზრუნვას. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.sos-childrensvillages.ge/ ან ეწვიეთ Facebook გვერდს: https://www.facebook.com/SOSChildrensVillagesGeorgia

ჩვენ გთავაზობთ:

** შინაარსობრივად მრავალმხრივ და საინტერესო სამუშაოს;
** მხარდამჭერ და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული ზრდისა და უწყვეტი განვითარების მუდმივ შესაძლებლობას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი სამოტივაციო წერილი და CV ქართულ ენაზე, რომელიც შეიცავს სამი რეკომენდატორი პირის საკონტაქტო ინფორმაციას შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@sos-kd.ge, 2026 წლის 26 აპრილის ჩათვლით. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ "ფსიქოლოგი - VIBES II".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია