Робота для біженців з України
ბუღალტერ-ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერ-ოპერატორი
მომწოდებელი: scapp
გამოქვეყნდა: 14 აპრილი / ბოლო ვადა: 14 მაისი
სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სკაპი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერ-ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სალაროს და ბანკის ოპერაციების აღრიცხვა;
** კომპანიაში დადგენილი სტანდარტის მიხედვით ხარჯების, გაცემული სესხის და კონვერტაციების თანხების გადარიცხვა;
** გაცემული და მიღებული სესხების აღრიცხვა;
** გზავნილების აღრიცხვა;
** ძირითადი საშუალებების აღრიცხვა;
** გასაყიდად გამიზნული ქონების აღრიცხვა;
** ხარჯების აღრიცხვა;
** საოპერაციო პროგრამებში მსესხებელების მიერ ჩარიცხული თანხების და მასთან დაკავშირებული სხვა ოპერაციების აღრიცხვა;
** არასაპროცენტო შემოსავლების აღრიცხვა;
** სალაროების აუდიტი;
** სხვა დეპარტამენტის მიერ მოთხოვნილი საბუღალტრო დოკუმენტაციის მიწოდება;
** სხვადასხვა სახის რეპორტების მომზადება;
** ხელმძღვანელისგან მიღებული საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი ტექნიკური ან ფინანსების განხრით;
** MS Excel ცოდნა; კომპიუტერული საოფისე სხვა პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;

სხვა მოთხოვნები:

** დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** სისხარტე მუშაობაში;

სამუშაო პირობები:

** სრული განაკვეთი; ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:30;
** ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@scapp.ge. წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "ბუღალტერ-ოპერატორი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე