Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=714056&print=yes&view=jobs
 
ERP ბიზნეს ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ERP ბიზნეს ანალიტიკოსი
მომწოდებელი: ვებაპი
გამოქვეყნდა: 14 აპრილი / ბოლო ვადა: 15 მაისი
ვინ ვართ ჩვენ:

"Webapp" არის წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია საქართველოში, რომელიც ქმნის ბიზნესების ოპერაციების მართვის სრულყოფილ ციფრულ ეკოსისტემას. Webapp აერთიანებს ტექნოლოგიურ პროდუქტებს ერთ ეკოსისტემაში და ამარტივებს ბიზნესების ოპერაციებს, მომხმარებელთა მართვასა და გაყიდვებს. დღეისათვის, უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით, 600-ზე მეტ კომპანიას ვემსახურებით.

თუ გიყვართ ხალხთან კომუნიკაცია, ეძებთ კარიერულ შესაძლებლობებს მეგობრულ და ინოვაციურ გუნდში, მაშინ ეს პოზიცია თქვენთვისაა!

ვეძებთ ERP ბიზნეს ანალიტიკოსს, რომელიც ჩაერთვება ბიზნეს პროცესების შესწავლაში, მოთხოვნების სწორად ჩამოყალიბებაში და პროგრამული გადაწყვეტების დაგეგმვაში. კანდიდატს უნდა შეეძლოს ბიზნეს საჭიროებების მარტივად გადათარგმნა ტექნიკურ დავალებებად და სხვადასხვა მოდულის განვითარების პროცესში აქტიური ჩართულობა.

ძირითადი მოვალეობები:

** ბიზნეს პროცესების შესწავლა და ანალიზი;
** კლიენტების საჭიროებების სწორად იდენტიფიცირება;
** ფუნქციონალური მოთხოვნების ჩამოყალიბება;
** ტექნიკური გუნდისთვის გასაგები დავალებების მომზადება;
** ERP მოდულების განვითარების პროცესში მონაწილეობა;
** ტესტირებაში და დანერგვის პროცეში ჩართულობა;
** პროცესების გაუმჯობესების იდეების შეთავაზება;
** სხვადასხვა დეპარტამენტებთან ეფექტური კომუნიკაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია ბიზნეს ანალიტიკოსად მუშაობის გამოცდილება;
** ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
** საწყობის მართვის პროცესების ცოდნა;
** მაღაზიების პროგრამებთან ან საცალო ვაჭრობის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** პროექტების მართვის მოდულებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** მოთხოვნების დოკუმენტირების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაციის და გუნდური მუშაობის კარგი უნარი;
** UI/UX დიზაინერთან მუშაობის გამოცდილება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

სასურველი გამოცდილება:

** CRM, ERP ან სხვა ბიზნეს პროგრამებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება ნებიმსერი პოზიციიდან, უმჯობესია დანერგვა/საპორტი/ტრენერი/ტესტერის მიმართულებით;
** საწყობის, მარაგების, გაყიდვების ან შესყიდვების პროცესების გაგება;
** პროგრამული პროდუქტების ტესტირების ან დანერგვის გამოცდილება;
** ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაციის გამოცდილება.

პიროვნული უნარები:

** ორგანიზებულობა;
** ლოგიკური და სტრუქტურული აზროვნება;
** პრობლემების სწრაფად დანახვის უნარი;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** ახალი საკითხების სწრაფად ათვისების უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** განვითარების შესაძლებლობას;
** კორპორატიულ დაზღვევას.

დამატებითი ინფორმაცია:

** ადგილმდებარეობა: თბილისი, პოლიტკოვსკაიას 57
** განაკვეთი: სრული
** სამუშაო საათები: 10:00-19:00

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@webapp.ge, სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

რეზიუმეს მიღების ბოლო ვადაა: 15 მაისი

გისურვებთ წარმატებას აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანია "დიჯითალ ტექნოლოგიებმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია