|
დასახელება:
ადმინისტრატორი
|
| მომწოდებელი:
ესთეტიკის ცენტრი კალისია
|
|
გამოქვეყნდა: 14 აპრილი
/ ბოლო ვადა: 14 მაისი
|
კალისია - ესთეტიკური მედიცინის ცენტრი, რომელიც 8 წელია წარმატებით ფუნქციონირებს. დღესდღეობით კომპანია საქართველოს მასშტაბით აერთიანებს 7 ფილიალს და სთავაზობს მომხმარებლებს როგორც ესთეტიკურ, ისე სალონურ მომსახურებას სხვადასხვა ქალაქში.
ფილიალები ფუნქციონირებს შემდეგ ქალაქებში: თბილისი, ქუთაისი, ზუგდიდი, ფოთი, ბათუმი, თელავი.
პოზიცია ადმინისტრატორი
მდებარეობა: ბათუმი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ადგილმდებარეობა - ვახტანგ გორგასლის 128;
სამუშაო დღეები - კვირაში 4-5 დღე;
სამუშაო საათები - 10:00-20:00;
მოვალეობები:
** მომხმარებლებისთვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება;
** ჯავშნების მიღება და პროგრამულად გატარება;
** შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა;
** მომხმარებელთან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება;
გამოგვიგზავნეთ რეზიუმე თუ:
** ხართ მიზანდასახული და ინიციატორი;
** ხართ დისციპლინირებული და პუნქტუალური:
** მეტყველებთ გამართულად ქართულად;
** შეგიძლიათ თითოეულ ადამიანს მიუდგეთ ინდივიდუალურად;
** ფლობთ საოფისე და კომპიუტერულ პროგრამებს ან შეგიძლიათ მარტივად აითვისოთ.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV, თანდართული ფოტოსურათით, მისამართზე: calisiabatumihr@gmail.com გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება: "ადმინისტრატორი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
ჩვენ დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|