|
დასახელება:
მოლარე-ოპერატორი
|
| მომწოდებელი:
ტუმბო
|
|
გამოქვეყნდა: 14 აპრილი
/ ბოლო ვადა: 14 მაისი
|
შპს ტუმბო აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის ვაკანტურ პოზიციაზე, კომპანიის საქმიანობაა წყლის, ჰაერისა და გათბობის სისტემებით, როგორც საცალო ასევე საბითუმო ვაჭრობა.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე; 09:00-18:00
ანაზღაურება: სტაჟირების პერიოდში (3 თვე) 1200 ლარი, სტაჟირების პერიოდის გავლის შემდეგ ანაზღაურება მზარდია კვალიფიკაციის შესაბამისად.
ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:
** სალარო გატარებები;
** გაყიდული საქონლის აღრიცხვა და ფასების კონტროლი;
** ელექტრონული ზედნადების გამოწერა;
** მაღაზიაში ფასმაჩვენებლების მოწესრიგება;
** საგარანტიო დოკუმენტის გამოწერა;
** მაღაზიაში წარმოებული ფინანსური ოპერაციების დღის დახურვა;
** მაღაზიაში პირველადი დოკუმენტების შემოწმება და კონტროლი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია (არასავალდებულო) უმაღლესი განათლება
** საოფისე და სხვა კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; (MS Word, Excel, Internet);
** სასურველია მოლარე-ოპერატორად მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია რს-თან მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული მახასიათებლები:
** გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი;
** შრომისმოყვარეობა;
** დისციპლინირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** თავაზიანობა;
თუ აკმაყოფილებთ ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს და გსურთ, გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გადმოგზავნეთ თქვენი CV (აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება) კომპანიის ელ. ფოსტაზე: info@tumbo.ge
|
|
|
|