Робота для біженців з України
რესტორნის ჭურჭლის მრეცხავი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რესტორნის ჭურჭლის მრეცხავი
მომწოდებელი: ტურინვესტ ჯგუფი
გამოქვეყნდა: 14 აპრილი / ბოლო ვადა: 14 მაისი
"ტურინვესტ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას რესტორნის ჭურჭლის მრეცხავის პოზიციაზე საბაგიროგზაზე არსებულ რესტორან "არგო"-ში.

ჩვენ ვქმნით გარემოს რომელიც თავად ზრუნავს ადამიანებზე!

** ამ პოზიციაში თქვენი ძირითადი როლი იქნება ჭურჭლის დარეცხვა/დასუფთავება დადგენილი განრიგის შესაბამისად და ჰიგიენური ნორმების დაცვა;

ძირითადი მოვალეობები:

** ყველანაირი ჭურჭლის გარეცხვა/დასუფთავება შესაბამისი ინსტრუქციით;
** ჭურჭლის და ინვენტარის პრიორიტეტული სორტირება გარეცხვისა და გაშრობის პროცესში.
** სამრეცხაოს დასუფთავება და დალაგება სამუშაო დღის განმავლობაში და დასრულების შემდეგ, დადგენილი განრიგის შესაბამისად.
** სანიტარულ ჰიგიენური-ნორმების ცოდნა და დაცვა;
** სამუშაოს დასრულების შემდეგ, დასუფთავებისთვის საჭირო ინვენტარის განკუთვნილ ადგილზე მოთავსება;

ძირითადი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ბარში ან რესტორანში;
** თავაზიანი;
** ორგანიზებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

სამუშაო პირობები:

სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ყადირ შერვაშიძის აღმართი №78
სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: შეთანხმებით

ჩვენ გთავაზობთ:

** კომფორტულ სამუშო გრაფიკს;
** კვებით უზრუნველყოფას;
** ტრანსპორტირებას საბაგირო გზით;

გამოწვევებით სავსე, სასიამოვნო, მრავალფეროვან და განვითარებად გარემოსთან ერთად კომპანია თანამშრომლებს განსაკუთრებულ ბენეფიტებსაც სთავაზობს:

** კვებითი უზრუნველყოფა
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** 50%-იანი ფასდაკლება ჰილტონ ბათუმის: Nephele Sky Bar, Tandila Lobby Bar, Eforea Spa
** 70%-იანი ფასდაკლება საბაგირო გზაზე "არგო"
** ფასდაკლება რესტორან "არგო"-ში

კომპანიის შესახებ:

ტურინვესტ ჯგუფი საქართველოში ოპერირებს 2008 წლიდან და 200 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული. კომპანიის საქმიანობის მიმართულებები მოიცავს:

** მშენებლობასა და უძრავი ქონების მართვას
** სასტუმროებისა და რესტორნების ოპერირებას
** ტურისტული ატრაქციონებისა და სათამაშო ბიზნესის მართვას
** საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორობას

დღეისათვის კომპანიაში დასაქმებულია 800-ზე მეტი ადამიანი, რაც ტურინვესტ ჯგუფს ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ დამსაქმებლად აქცევს რეგიონში. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თანამშრომელთა განვითარებასა და პროფესიულ წინსვლას.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა ვაკანსიაზე განაცხადის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიეთ მითითებულ ბმულს:https://careertourinvestgroup.bitrix24.site/crm_form_udacc/

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

კომპანია ტურინვესტ ჯგუფი მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე