Робота для біженців з України
ანაზღაურებადი სტაჟირება შესყიდვების მიმართულებით
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ანაზღაურებადი სტაჟირება შესყიდვების მიმართულებით
მომწოდებელი: ლუდსახარში ნატახტარი - EFES საქართველო
გამოქვეყნდა: 14 აპრილი / ბოლო ვადა: 22 აპრილი
"ეფეს საქართველო" (ლუდსახარში "ნატახტარი") Anadolu Efes-ის შვილობილი კომპანიაა.

Anadolu Efes მე-5 ადგილზეა მსოფლიოს უმსხვილეს ლუდის მწარმოებელ კომპანიათა შორის.
"ეფეს საქართველო" უკვე 15 წელია ოპერირებს საქართველოს ლუდის ბაზარზე, როგორც ბაზრის ლიდერი.

"ეფეს საქართველო" (ლუდსახარში "ნატახტარი") აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე:

პოზიცია: ანაზღაურებადი სტაჟირება შესყიდვების მიმართულებით

სამუშაო ადგილი: სოფ. ნატახტარი
ხანგრძლივობა: 6 თვე

თანამშრომელს ასევე ვთავაზობთ ბენეფიტების პაკეტს:

** ტრანსპორტირება თბილისიდან ნატახტარში და უკან;
** ჯანმრთელობის დაზღვევა (100%);
** ლანჩი;
** სასაჩუქრე პროდუქცია ყოველი თვის ბოლოს.

ძირითადი მოვალეობები:

** ტენდერების სრულ ციკლში ჩართულობა და საუკეთესო მომწოდებლების მოძიება-შერჩევა;
** მომწოდებლებთან პირობებზე მოლაპარაკების პროცესში ჩართულობა და ხელშეკრულების გაფორმება;
** შეკვეთების, შესყიდვის ორდერების, საჭირო ინფორმაციის სისტემური ასახვა, ანალიზი და კონტროლი;
** ტრანსპორტირების თვალყურის დევნება;
** გადარიცხვებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
** მომწოდებლების ბარათის კონტროლი პროცესისთვის განკუთვნილ სისტემაში;
** საწყობებში შეტანილი საქონლის რაოდენობის და ხარისხის კონტროლი;
** წარმოების პროცესის გაუმჯობესებისა და სრულყოფისათვის ინიცირებულ და დანერგილ პროექტებში მონაწილეობა;
** უშუალო ხელმძღვანელის მოთხოვნის საფუძველზე, სხვა მიმდინარე სამუშაო პროცესებში ჩართვა და მხარდაჭერა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სტუდენტის სტატუსი (სასურველია დამამთავრებელი კურსის სტუდენტი);
** ინგლისური ენის ცოდნა (B1 საფეხური);
** ანალიტიკური აზროვნების უნარი.

რეზიუმეს (ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის) გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები დამუშავდება ს.ს. "ლომისი"-ს მიერ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად.

პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება მაქსიმუმ 12 თვის ვადით.

დეტალურად წესები და პირობები პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ს.ს. "ლომისი"-ს პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში, რომელიც განთავსებულია ვებ-გვერზე: https://www.natakhtari.com/

განგიმარტავთ, რომ თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემების შესახებ, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გაცნობა, გასწორება, განახლება, შევსება, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა, განადგურება, დაბლოკვა, გადატანა. თითოეული უფლების განმარტება და შინაარსი ასევე მოცემულია ს.ს. "ლომისი"-ს პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში.

აღნიშნული უფლებების განხორციელების მიზნით შეგიძლიათ მოგვმართეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: info@ge.anadoluefes.com და eghr@ge.anadoluefes.com

ს.ს. "ლომისი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტის მისამართზე: career@ge.anadoluefes.com
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.

რეზიუმეს მიღების ბოლო ვადაა: 2026 წლის 22 აპრილი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე