Робота для біженців з України
ინტერვიუერი/ველის მუშაკი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინტერვიუერი/ველის მუშაკი
მომწოდებელი: საზოგადოებრივი აზრის კვლევითი ცენტრი
გამოქვეყნდა: 14 აპრილი / ბოლო ვადა: 20 აპრილი
"საზოგადოებრივი აზრის კვლევითი ცენტრი" აცხადებს მიღებას ინტერვიუერების (ველის მუშაკების) პოზიციაზე ქალაქ თბილისში.

ვაკანსია განსაკუთრებით საინტერესოა სოციოლოგიის, სოციალური მეცნიერებებისა და მომიჯნავე მიმართულებების სტუდენტებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საველე კვლევაში პრაქტიკული გამოცდილების მიღებით.

სამუშაო ფორმატი: პირისპირი ინტერვიუს პრინციპი. ინტერვიუერს შეუძლია თავად მართოს დღის მონაკვეთი (დაახლოებით 5 საათი დღეში).

სამუშაო პერიოდი: საველე სამუშაოს ხანგრძლივობა შეადგენს დაახლოებით 5-7 სამუშაო დღეს.

ანაზღაურება: 125 ლარი დღიურად (გადასახადების ჩათვლით) (არ ანაზღაურდება ტრანსპორტირების ხარჯი)

ადგილმდებარეობა: საველე სამუშაოები განხორციელდება სამგორის, ისნის, გლდანისა და ნაძალადევის რაიონებში.

ინტერვიუერის სასურველი მახასიათებლები:

** სოციოლოგიის, სოციალური მეცნიერებების ან მომიჯნავე მიმართულების სტუდენტი ან კურსდამთავრებული
** ინსტრუქციებისა და კვლევითი პროტოკოლების ზუსტად შესრულება
** ეთიკური სტანდარტების დაცვა საველე კვლევის პროცესში
** მონაცემთა სიზუსტის მნიშვნელობის გააზრება
** მოტივაცია და ინტერესი, საველე კვლევაში ჩართულობის მიმართ

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვწეროთ ელფოსტაზე: researchcenter@porcg.info

განცხადების მიღების ბოლო ვადა: 20 აპრილი (თუ დაინტერესდებით მითითებული ვაკანსიით, გთხოვთ გამოგვეხმაუროთ დაუყოვნებლივ)
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე