|
დასახელება:
მიმტანი
|
| მომწოდებელი:
AGARANI Estate
|
|
გამოქვეყნდა: 14 აპრილი
/ ბოლო ვადა: 14 მაისი
|
"Agarani Hotel" - აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქალაქი თელავი, სოფ. რუისპირი
დაქვემდებარება: სერვის მენეჯერთან
სამუშაო განაკვეთი და გრაფიკი: 8-საათიანი სამუშაო გრაფიკი, კვირაში 5 დღე, 2 დღე დასვენება
პოზიციის აღწერა:
მიმტანი უზრუნველყოფს მომხმარებლის სწრაფ, თავაზიან და ხარისხიან მომსახურებას, შეკვეთების მიღებასა და მიწოდებას, დარბაზში სისუფთავისა და კომფორტული გარემოს შენარჩუნებას. მისი ძირითადი მიზანია სტუმრის კმაყოფილების მაქსიმალურად უზრუნველყოფა.
ძირითადი მოვალეობები:
** სტუმრების დახვედრა ღიმილით და კეთილგანწყობით
** მენიუს გაცნობა და შეკვეთების მიღება სიზუსტით
** საკვების და სასმელების დროული მიტანა მაგიდასთან
** მომხმარებლის კითხვებზე პასუხი და რეკომენდაციების მიცემა (მენიუს მიხედვით)
** მომხმარებლის შეკვეთების კორექტული გადაცემა სამზარეულოსთვის ან ბარმენისთვის
** მაგიდების მოწესრიგება და გაწმენდა ყოველი სტუმრის შემდეგ
** დარბაზში სისუფთავისა და კომფორტული ატმოსფეროს შენარჩუნება
** სტუმრის ანგარიშის სწორად წარმოდგენა და გადახდის პროცესში დახმარება
** ყველა ჰიგიენური და მომსახურების სტანდარტის დაცვა
** საჭიროების შემთხვევაში, უკუკავშირის მიღება და პრობლემების დროული გადაჭრა
საჭირო უნარები და თვისებები:
** კომუნიკაბელურობა და თავაზიანი მომსახურების უნარი
** სისწრაფე და ორგანიზებულობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი
** გუნდის წევრებთან თანამშრომლობა
** სასურველია - მინიმალური გამოცდილება ან მომსახურების სფეროში გამოცდილება
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: hr@agarani.ge.
|
|
|
|