|
დასახელება:
ვიდეოგრაფი/მონტაჟიორი
|
| მომწოდებელი:
სიტყვის აკადემია
|
|
გამოქვეყნდა: 11 აპრილი
/ ბოლო ვადა: 19 აპრილი
|
"სიტყვის აკადემია" წარმოადგენს საგანმანათლებლო ორგანიზაციას, რომლის მიზანია ადამიანებისთვის ღირებული სივრცის შექმნა თავისუფალი აზროვნებისთვის, პიროვნული განვითარებისა და ცოცხალი ურთიერთობებისთვის.
პოზიციის აღწერა:
"სიტყვის აკადემია" ეძებს ვიდეოგრაფს/მონტაჟიორს, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზაციის საგანმანათლებლო და სხვა კრეატიული პროექტებისთვის ვიდეო გადაღებასა და დამუშავებას.
ძირითადი მოვალეობები:
** ვიდეო კონტენტის გადაღება და მონტაჟი
** სხვადასხვა ფორმატის ვიდეოების შექმნა
** ვიზუალური კონცეფციის განვითარებაში მონაწილეობა
** გუნდთან კოორდინაცია და პროექტების ფარგლებში ეფექტური კომუნიკაცია
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ვიდეოგადაღებისა და მონტაჟის პრაქტიკული გამოცდილება
** შესაბამის პროგრამებთან მუშაობის ცოდნა (Final Cut, Adobe Premiere Pro ან სხვა)
** კრეატიული ხედვა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე და დროის მართვის უნარი
სამუშაო პირობები:
** ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით
** შესაძლებლობა იმუშაოთ მრავალფეროვან და ღირებულ პროექტებზე
** პროფესიული განვითარებისა და ზრდის შესაძლებლობა
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ:
** CV
** პორტფოლიო
** სოციალური ქსელის ბმული
ელ.ფოსტა: nini.tabatadze@wordacademy.ge
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 19 აპრილი, 2026
|
|
|
|