Робота для біженців з України
უძრავი ქონების გაყიდვების ექსპერტი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უძრავი ქონების გაყიდვების ექსპერტი
მომწოდებელი: Proprio
გამოქვეყნდა: 11 აპრილი / ბოლო ვადა: 11 მაისი
დეველოპერული კომპანია "LTD PROPRIO" წარმოადგენს საინვესტიციო უძრავი ქონების განვითარების კომპანიას, რომელიც ორიენტირებულია მაღალი ხარისხის და პრემიუმ კლასის პროექტებზე.

"LTD PROPRIO" აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების გაყიდვების ექსპერტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ბათუმი
სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00, ორშაბათი-პარასკევი
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი

ფუნქცია-მოვალეობები:

** პოტენციურ კლიენტებთან აქტიური მუშაობა სატელეფონო ზარებისა და Zoom-ის მეშვეობით;
** კომპანიის უძრავი ქონების აპარტამენტების პრეზენტაცია და კონსულტაციების გაწევა;
** გაყიდვების პროცესის სრული ციკლის მართვა, მოლაპარაკებებიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე;
** არსებულ და ახალ კლიენტებთან გრძელვადიანი, პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება და პორტფელის მუდმივი მართვა;
** ყოველთვიური გაყიდვების გეგმების შესრულება და დეტალური რეპორტინგი ხელმძღვანელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამოცდილება უძრავი ქონების გაყიდვებში ან მონათესავე სფეროში მინიმუმ 2-წლიანი;
** სავალდებულოა აჭარის უძრავი ქონების ბაზრის ცოდნა;
** ინგლისური და/ან რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** ინფორმაციის სტრუქტურირების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@proprio.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "უძრავი ქონების გაყიდვების ექსპერტი".

გისურვებთ წარმატებებს!

გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები, კერძოდ, სახელი, გვარი და ტელეფონის ნომერი დამუშავდება "LTD PROPRIO" მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად თქვენი არსებული ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. თქვენს მიერ მოწოდებული მონაცემები ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე