Робота для біженців з України
პერსონალური ბრენდის კონტენტ კრეატორი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პერსონალური ბრენდის კონტენტ კრეატორი
მომწოდებელი: კერძო პირი
გამოქვეყნდა: 10 აპრილი / ბოლო ვადა: 10 მაისი
ვეძებ ერთ ადამიანს, რომელიც მზად იქნება იყოს ჩემთან ერთად ყოველდღიურ პროცესში და გახდეს მთავარი საკვანძო ფიგურა პერსონალური ბრენდის აწყობაში.

ვარ სერიული ანტრეპრენერი — ვფლობ და ვაწყობ ბიზნესებს. 22 წლის ასაკში ვიყავი უსახლკარო, დღეს კი ფინანსურად სრულიად სხვა დონეზე ვარ და ვაშენებ ბიზნესებს ნოლიდან ბაზრის დომინირებამდე.

მინდა ეს ისტორია, მიმდინარე პროცესი და ის, რაც წინ არის, გადაიქცეს ძლიერ კონტენტად — რეალური, გაუფილტრავი, სწრაფი და მასშტაბირებადი (YouTube, Instagram, TikTok და სხვა).

თუ შენ უბრალოდ "ვიდეოს გადაღება" გინდა — ეს ვაკანსია შენთვის არ არის.

რას ნიშნავს ეს როლი რეალურად:

** ხშირად იქნები ჩემთან ერთად — რეალურ პროცესში, არა დადგმულ სცენებში (თუმცა ხშირად სპეციალურ გადაღებებსაც მოვაწყობთ)
** გადაიღებ ყველაფერს, რაც რეალურად ხდება — მუშაობა, შეხვედრები, გადაწყვეტილებები და არამხოლოდ: lifestyle
Offroad, სპორტული მანქანები, დრონები, სროლა, გულაობა და სხვა აქტივობები — ამ ყველაფრის ნაწილი თავადაც იქნები
** თავადაც იფიქრებ კონტენტზე
არ მჭირდება მხოლოდ ოპერატორი — მჭირდება ადამიანი, ვინც გამიცნობს, დავუმუღამებთ ერთმანეთს და ერთად შევქმნით საინტერესო კონტენტს
** დაამონტაჟებ სწრაფად და ეფექტურად
როცა კარგი კონტენტია — სიჩქარე კრიტიკულია
** გამოაქვეყნებ და მართავ კონტენტს ყველა პლატფორმაზე

ეს არ არის 9-დან 6-მდე სამუშაო.
ეს არის ერთობლივი build.

ვის ვეძებ:

** ექსტრავერტს, რომელსაც სიამოვნებს დინამიკა
** ადამიანს, ვინც ხედავს კონტენტს და არა უბრალოდ კადრებს
** ვისაც უნდა იყოს რაღაც დიდის ნაწილი
** სწრაფად მოაზროვნე და ადაპტირებადი
** ინგლისურის კარგი ცოდნა (კონტენტი იქნება სრულად ინგლისურენოვანი და რა თქმა უნდა უნდა გესმოდეს რას ვსაუბრობ, ასევე შეხვედრებიც ხანდახან იქნება ინგლისურენოვანი და შესაძლოა მოგზაურობებშიც იყო ჩემთან ერთად)

არ გამომეხმაურო თუ:

** ელოდები დეტალურ ინსტრუქციებს ყოველ ნაბიჯზე
** მუშაობ მხოლოდ task-by-task რეჟიმში
** გინდა მშვიდი და სტაბილური სამუშაო გარემო

რას მიიღებ:

** უშუალო მონაწილეობა რეალური ბიზნესის ზრდაში
** გამოცდილება, რომელსაც სააგენტოში ვერ მიიღებ
** სწრაფი პროფესიული და ფინანსური ზრდის პოტენციალი
** გრძელვადიანი თანამშრომლობა და განვითარების შესაძლებლობა

ანაზღაურება:

საწყისი ფიქსირებული ანაზღაურება: 2400 ლარი / თვე
ეს არის საწყისი ეტაპი.

თუ დავინახე შედეგი, პასუხისმგებლობა და რეალური ჩართულობა — ანაზღაურება გაიზრდება სწრაფად და მნიშვნელოვნად.
სწორი ადამიანისთვის ეს შეიძლება გადაიქცეს გრძელვადიან, მაღალშემოსავლიან თანამშრომლობად.

განაცხადი:

თუ აქამდე წაიკითხე და გრძნობ, რომ ეს შენთვისაა — გამომიგზავნე:

** შენი საუკეთესო ნამუშევრები (თუ გაქვს)
** მოკლე ტექსტი — რატომ შენ?
** შენი Instagram / TikTok (თუ გაქვს)
** CV (არ არის გადამწყვეტი, მაგრამ სასურველია)

უბრალოდ "Hi, I`m interested" — არ განიხილება.

ეს ყველაფერი გამოუშვი მეილზე: gpamge@gmail.com.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე