Робота для біженців з України
მთავარი ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 10 აპრილი / ბოლო ვადა: 01 მაისი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის ბუღალტრული პროცესების სრულ მართვას.

სამუშაო პირობები:

** გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 - 18:00 სთ
** ანაზღაურება: 4000 + (გამოცდილებიდან გამომდინარე)
** ადგილმდებარეობა: თბილისი, საბურთალო

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის სრული ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზება და წარმოება
** პირველადი დოკუმენტაციის კონტროლი, დამუშავება და სწორად ასახვა ბუღალტრულ სისტემაში
** საბუღალტრო გატარებების სიზუსტის და სრულყოფილების უზრუნველყოფა
** საგადასახადო აღრიცხვის წარმოება და ყველა ტიპის დეკლარაციის მომზადება/წარდგენა
** საგადასახადო რისკების იდენტიფიკაცია და შესაბამისობის უზრუნველყოფა
** მარაგების აღრიცხვა და კონტროლი
** ძირითადი საშუალებების აღრიცხვა
** ანგარიშების დახურვის პროცესის მართვა
** ბუღალტრული პოლიტიკის და პროცედურების დანერგვა და დაცვა
** აუდიტის პროცესში მონაწილეობის მიღება და საჭირო დოკუმენტაციის მომზადება
** საგადასახადო და სხვა მარეგულირებელ ორგანოებთან კომუნიკაცია
** ბუღალტრული გუნდის მართვა და მათი მუშაობის ხარისხის კონტროლი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბუღალტერიაში
** მინიმუმ 5+ წლიანი გამოცდილება მთავარ ბუღალტრად ან ანალოგიურ პოზიციაზე
** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის სიღრმისეული ცოდნა
** ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების (IFRS) ცოდნა
** ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება
** Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა
** ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტაცია
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ვადების დაცვა

პიროვნული უნარები:

** ლიდერული უნარები
** სტრუქტურული და სისტემური აზროვნება
** პრობლემების სწრაფი იდენტიფიკაცია და გადაწყვეტა
** ეფექტური კომუნიკაცია მენეჯმენტთან

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე: careerlane.hrhub@gmail.com 2026 წლის 01 მაისის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს.

გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი
რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეინახება 6 თვის ვადით.
კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

წარმატებებს გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე