Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=713148&print=yes&view=jobs
 
მზარეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მზარეული
მომწოდებელი: სასტუმრო Unfound Door
გამოქვეყნდა: 07 აპრილი / ბოლო ვადა: 07 მაისი
სასტუმრო "Unfound Door" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის თანამდებობაზე.

სამუშაოს მოკლე აღწერილობა: მენიუებში არსებული კერძების მომზადება და შესაბამისი სტანდარტების დაცვა

ფუნქცია-მოვალეობები:

** ობიექტის მენიუებში არსებული კერძების მომზადება მაღალი სტანდარტებისა და ხარისხის გათვალისწინებით
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა და სამზარეულოს სექციების ზედამხედველობა, შეკვეთების დროული მომზადებისა და პრეზენტაბელურობის უზრუნველყოფა/მონიტორინგი
** ჰიგიენის, სისუფთავისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა/კონტროლი სამზარეულოს ტერიტორიაზე, სამუშაო სივრცეების მუდმივი სისუფთავის შენარჩუნება.
** კერძების გემოვნური თვისებების კონტროლი შეფ მზარეულის მიერ დადგენილი სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა
** დანაკარგების მინიმიზაცია, მარაგების, პორციებისა და "მიზან-პლასის" კონტროლი, წინასწარი მომარაგების უზრუნველყოფა
** საკვების დასაწყობებისა და შენახვის პირობების მონიტორინგი, პროცესების მართვა სტანდარტების შესაბამისად

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა, ნებისმიერი დამატებითი ენა ჩაითვლება უპირატესობად

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** ორგანიზებულობა, დისციპლინა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარები
** დეტალებსა და შედეგების გაუმჯობესებაზე ორიენტირებულობა

პირობები:

** სამუშაო ადგილი - თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი 111
** სამუშაო განაკვეთი - კვირაში 5 სამუშაო დღე 8 საათიანი გრაფიკი

დამატებითი ინფორმაცია:

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:Vacancy@unfounddoor.ge. გთხოვთ, თემის ველში (Subject line) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

კომპანია გასაუბრებისთვის დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ აპლიკანტებს.

კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციის მოსაძიებლად იხილეთ:

Instagram: https://instagram.com/unfounddoor_hotel?utm_medium=copy_link
Facebook: https://www.facebook.com/unfounddoorhotel/
https://www.unfounddoor.ge/
Awards: https://www.facebook.com/WelcometoGeorgiaAward/posts/1603770529956325
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია