Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=713125&print=yes&view=jobs
 
ანაზღაურებადი სტაჟირება - ბალანსის ტრენერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ანაზღაურებადი სტაჟირება - ბალანსის ტრენერი
მომწოდებელი: დიჯიტრონი
გამოქვეყნდა: 07 აპრილი / ბოლო ვადა: 21 აპრილი
კომპანია "Digitron" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ტრენერის პოზიციაზე სააღრიცხვო პროგრამა ბალანსის გუნდში

პროგრამა ბალანსი მინი-ERP ტიპის პროგრამული გადაწყვეტილებაა ბიზნესის აღრიცხვისა და მართვისთვის და არის Cloud ტექნოლოგიაზე დაფუძნებული პირველი სააღრიცხვო პროგრამა საქართველოში. ბალანსი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის უზრუნველყოფს საოპერაციო და საბუღალტრო აღრიცხვას ერთიან სისტემაში. პროგრამა დაწერილია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პროგრამული პლატფორმის - 1C-ის ბაზაზე.

ბალანსის გუნდი გთავაზობთ საინტერესო და მეგობრულ სამუშაო გარემოს, მუდმივ სწავლებასა და განვითარებას.

ადგილმდებარეობა ქ. თბილისი, ტატიშვილის ჩიხი 1
სამუშაო საათები: სრული, სამუშაო გრაფიკი 09:30-18:30, ორშაბათი-პარასკევი

ხანგრძლივობა

აღწერა: 6 თვე - კანდიდატები, რომლებიც სტაჟირების პროგრამას წარმატებით გაივლიან, დასაქმდებიან კომპანიაში

ფუნქცია/მოვალეობები:

** სააღრიცხვო პროგრამა "ბალანსის" შესახებ ტრენინგის ჩატარებაში მონაწილეობის მიღება და ტრენერის მხარდაჭერა (სტაჟირების დასრულების შემდეგ კი, მისი დამოუკიდებლად დაგეგმვა და მართვა)
** სატრენინგო მასალის მომზადებაში მონაწილეობის მიღება
** ვიდეო ტრენინგების შექმნაში ჩართულობა
** ტრენინგებთან დაკავშირებული სხვადასხვა ადმინისტრაციული საკითხების მოგვარება
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებით ტრენინგებთან დაკავშირებული სხვა ფუნქციების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის ან ფინანსების მიმართულებით (განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც)
** სავალდებულოა ფინანსური აღრიცხვის საფუძვლების თეორიული ცოდნა
** სასურველია სააღრიცხვო პროგრამა ბალანსის ცოდნა
** სასურველია რუსული და ინგლისური ენის ცოდნა
** MS Office-ის პროგრამების საბაზისო ცოდნა

პიროვნული თვისებები:

** კეთილგანწყობილი და სერვისზე ორიენტირებული
** ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი
** პრეზენტაციის ჩატარების უნარი
** ლოგიკური აზროვნება
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
** დროის ეფექტურად მართვის უნარი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე hr@balance.ge. გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ - "ანაზღაურებადი სტაჟირება - ბალანსის ტრენერი".

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 21.04.2026

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის/სტაჟირების ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით ჩვენ უფლებამოსილებას გვანიჭებთ განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული (გადმოგზავნილი) რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის დამუშავება, მათ შორის ბაზაში შენახვა, არაუმეტეს 5 წლის ვადით. აღნიშნულის მიზანია, სამომავლოდ, შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, გვქონდეს შესაძლებლობა განვიხილოთ თქვენი კანდიდატურაც. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებს (აც) ასეთ შემთხვევაში, თქვენ გეკისრებათ საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მოთხოვნების უპირობა დაცვა. მნიშვნელოვანია, აცნობიერებდეთ, რომ უკანასკნელ შემთხვევაში, ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისგან სათანადო წესით მოპოვებული თანხმობის მოპოვების ვალდებულება ჩვენთვის მისი მონაცემების მოწოდებაზე გეკისრებათ თქვენ.

ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში. ვაღიარებთ პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის და გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენ მსგავსად, ემხრობით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის აკრძალვას, რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია