Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=713120&print=yes&view=jobs
 
მთავარი სტიუარდი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მთავარი სტიუარდი
მომწოდებელი: იდეა ქოლექშენ ბაი ჯინო ჰოტელს
გამოქვეყნდა: 07 აპრილი / ბოლო ვადა: 07 მაისი
"იდეა ქოლექშენ ბაი ჯინო ჰოტელს" არის ახალი 5* ბუტიკ სასტუმრო თბილისის ცენტრში, რომელიც მელიქიშვილის გამზირის 47/49 ნომერში მდებარეობს.

სასტუმრო გამოირჩევა თანამედროვე, დახვეწილი დიზაინით და სტუმრებს 67 კომფორტულ ოთახს, აუზს, სპა და ველნეს ცენტრს, რესტორანსა და უნიკალურ ჯაზ-ბარს სთავაზობს. ეს არის სივრცე, სადაც ქალაქის ენერგია, სტილი და დასვენება ერთიანდება.

სასტუმრო ქართულ-სლოვაკური საინვესტიციო კომპანია "ჯინო ჰოლდინგის" შემადგენლობაში შედის, რომელიც უკვე 10 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს დასვენების, სტუმარ-მასპინძლობისა და უძრავი ქონების სექტორში.

"იდეა ქოლექშენ ბაი ჯინო ჰოტელს" აცხადებს ვაკანსიას მთავარი სტიუარდის პოზიციაზე.

ლოკაცია: პ. მელიქიშვილის 47/49

ძირითადი მოვალეობები:

** სტიუარდების გუნდის მართვა და სამუშაო პროცესის კოორდინაცია
** ჭურჭლის, ინვენტარისა და სამზარეულოს სისუფთავის კონტროლი
** ჰიგიენისა და სურსათის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა
** სამუშაო გრაფიკების შედგენა და პერსონალის გადანაწილება
** სარეცხი პროცესის ორგანიზება და კონტროლი
** ინვენტარისა და სარეცხი საშუალებების მარაგის კონტროლი
** ტექნიკური ხარვეზების დაფიქსირება და შესაბამის სამსახურთან კომუნიკაცია

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** ლიდერული და ორგანიზაციული უნარები
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** გუნდში მუშაობის და მართვის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა

კომპანია გთავაზობთ:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს
** დამატებით პრივილეგიებს (კომპანიის სერვისებით სარგებლობას)
** კვებით უზრუნველყოფას
** ანაზღაურება: 2000 ლარი (NET)

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი მონაცემები შემდეგ მისამართზე: g.terkhachaturovi@ginohotels.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.

დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია