Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=713074&print=yes&view=jobs
 
კონცეპტუალური არქიტექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონცეპტუალური არქიტექტორი
მომწოდებელი: Stipfold
გამოქვეყნდა: 07 აპრილი / ბოლო ვადა: 07 მაისი
კონცეპტუალური არქიტექტორი - შემოქმედებითი გუნდის წევრი

"სტიპფოლდი" ქმნის პროექტებს, რომლებიც შეესაბამება კომპანიის ხედვას და ფილოსოფიას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხარისხზე ორიენტირებული, ინოვაციური იდეების გენერირება. კომპანიაში თითოეულ გუნდს განსაზღვრული აქვს თავისი როლი და პასუხისმგებლობა, რაც ორგანიზებულად მუშაობის საშუალებას გვაძლევს.

შემოქმედებითი გუნდი წარმოადგენს "სტიპფოლდის" კვლევისა და ინოვაციის ბირთვს. აღნიშნული გუნდი ქმნის კომპანიის არქიტექტურულ და დიზაინის კონცეფციებს, რომლებიც შემდგომ კომპანიის სხვა წევრების მიერ გარდაიქმნება რეალურ პროექტებად. გუნდის მიზანია შეისწავლოს ახალი მიდგომები, განავითაროს დიზაინის ენა და შეიტანოს ინოვაცია თითოეულ პროექტში.

შემოქმედებითი გუნდის აღნიშნულ წევრს ექნება საშუალება პარამეტრული არქიტექტურული პროგრამების გამოყენებით მონაწილეობა მიიღოს იდეების და სტილის შექმნაში, რომლებიც განსაზღვრავს კომპანიის სამომავლო ხედვას.

სავალდებულო მოთხოვნები:

** Rhino-ის სრულყოფილად ცოდნა
** Revit-ის ცოდნა
** Grasshopper-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** მსგავს პოზიციაზე 1-3 წლამდე სამუშაო გამოცდილება

ანაზღაურება: ანაზღაურება კვალიფიკაციის მიხედვით

სამუშაო საათები:

** ორშაბათი - პარასკევი
** 09:00 - 18:00

შერჩევის ეტაპები:

** I ეტაპი - კანდიდატებთან გასაუბრება
** II ეტაპი - დავალების შესრულება

შერჩეულ კანდიდატს დაუწესდება ანაზღაურებადი გამოსაცდელი ვადა.

თუ დაინტერესდით ჩვენთან მუშაობით, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV და პორტფოლიოს ბმული შემდეგ მისამართზე: jobs@stipfold.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: Concept Architect - Creative Team Member

https://www.stipfold.ge/
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია