|
დასახელება:
AML ოფიცერი
|
| მომწოდებელი:
eMoney
|
|
გამოქვეყნდა: 07 აპრილი
/ ბოლო ვადა: 07 მაისი
|
eMoney პირველი და უმსხვილესი ქართული ფინ-ტექ ჯგუფია, რომლეშიც შედის ელექტრონული საფულე eMoney.ge და კრიპტობირჟა MyCoins.ge. კომპანია 15 წლის წინ დაარსდა და დღეს სერვისს უწევს 2 მილიონზე მეტ მომხმარებელს. კომპანიის სერვისების გამოყენება მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან არის შესაძლებელი.
პოზიციის დასახელება: AML ოფიცერი
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო საათები: 10:00-19:00 (შესვენება 1 საათი, სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე (ანაზღაურებადი)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობა:
** საკანონმდებლო მოთხოვნების გაცნობა და კომპანიის სამუშაო პროცესებში იმპლემენტაცია;
** ეროვნული ბანკის და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მოთხოვნების შესრულება, პასუხისმგებლობის ფარგლებში;
** გარიგებებისა და ოპერაციების მონიტორინგი და ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაგზავნა;
** მომხმარებლებთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების პროცესის კონტროლი და შემდგომი მონიტორინგი;
** ორგანიზაციაში არსებული AML ინსტრუქციით განსაზღვრული პროცედურების დაცვა და მათი მონიტორინგი;
** პერიოდული რეპორტინგის წარმოება და ანგარიშგება ხელმძღვანელთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან იურიდიული განხრით
** საფინანსო სფეროში მუშაობის ერთ წლიანი გამოცდილება, საბანკო ან/და საგადახდო მომსახურების პროვაიდერში მუშობა ჩაითვლება უპირატესად;
** AML კანონმდებლობის და მასთან დაკავშირებული მოთხოვნების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
** კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ფლობა;
** ინგლისური ენის ცოდნა, რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;
** წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
** საკუთარი თავის განვითარებაზე ორიენტირებული.
აპლიკაციის მიღება:
ამ პოზიციით დაინტერესებულ აპლიკანტებს, რომელთა კვალიფიკაცია შეესაბამება მოთხოვნებს, შეგიძლიათ გამოაგზავნოთ CV ინგლისურ ან ქართულ ენაზე ელექტრონულ მისამართზე Hr@emoney.ge გთხოვთ, თქვენი ელფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აკეთებთ განაცხადს. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
დამატებითი ინფორმაცია:
გაცნობებთ, რომ ჩვენ ვახორციელებთ კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.
|
|
|
|