Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=713063&print=yes&view=jobs
 
მოხალისე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოხალისე
მომწოდებელი: UNHCR
გამოქვეყნდა: 07 აპრილი / ბოლო ვადა: 21 აპრილი
"UNHCR" საქართველო აცხადებს მოხალისეთა მიღებას

"UNHCR" საქართველო აცხადებს მოხალისეთა ჯგუფის (Volunteers Pool) შექმნას და იწვევს მოტივირებულ ადამიანებს, ჩაერთონ ლტოლვილთა, თავშესაფრის მაძიებელთა, იძულებით გადაადგილებულთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა მხარდაჭერაში.

მოხალისეები ჩაერთვებიან შემდეგ საქმიანობებში:

** თემის მობილიზაცია და ჩართულობა
** კომუნიკაცია, თარგმნა და ინფორმაციის გავრცელება
** შეხვედრები და კონსულტაციები
** უნარებზე დაფუძნებული მხარდაჭერა (მაგ.: IT, ლოჯისტიკა, ფასილიტაცია, მედია)

ვის შეუძლია განაცხადის გაკეთება?

** 18 წელს ზემოთ და საქართველოში კანონიერად მცხოვრები პირი
** ინგლისურის და/ან შესაბამისი თემის ენების მცოდნე
** მოტივირებული, ჩაერთოს ჰუმანიტარულ საქმიანობაში

რას მიიღებთ?

** ტრენინგებს და პრაქტიკულ გამოცდილებას
** შესაძლებლობას, ჩაერთოთ მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საქმიანობაში
** სერტიფიკატებს და თქვენი წვლილის აღიარებას

განაცხადის ბოლო ვადა: 21 აპრილი 2026

განაცხადი გამოაგზავნეთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: geotbprt@unhcr.org

Subject line: UNHCR Volunteers Pool Application

დეტალური ინფორმაცია (ToR): https://help.unhcr.org/georgia/announcements/
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია