Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=713060&print=yes&view=jobs
 
ფინანსური მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსური მენეჯერი
მომწოდებელი: გაზ-ენერჯი
გამოქვეყნდა: 07 აპრილი / ბოლო ვადა: 07 მაისი
შპს "გაზ ენერჯი" - ბუნებრივი და თხევადი გაზის იმპორტიორი საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე.

ლოკაცია: თბილისი, ირაკლი აბაშიძის 73

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ფინანსური სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება
** ბიუჯეტის შედგენა, მონიტორინგი და ანალიზი
** ფინანსური ანგარიშგებების მომზადება (თვიური, კვარტალური, წლიური)
** ხარჯების კონტროლი და ოპტიმიზაცია
** ქეშფლოუს მართვა და პროგნოზირება
** საგადასახადო და აუდიტორულ პროცესებში მონაწილეობა
** ფინანსური რისკების შეფასება და მართვა
** ხელმძღვანელობასთან აქტიური კომუნიკაცია ფინანსურ საკითხებზე
** საინვესტიციო პროექტების ფინანსური ანალიზი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსებში, ეკონომიკაში ან დაკავშირებულ სფეროში
** მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება ფინანსურ მენეჯმენტში
** ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების ცოდნა (IFRS სასურველია)
** ძლიერი ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება
** Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა
** ინგლისური ენის ცოდნა (საშუალო ან მაღალ დონეზე)

პიროვნული უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დეტალებზე ორიენტაცია
** დროის მართვის უნარი
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
** სტაბილურ და მზარდ გარემოს
** მეგობრულ გუნდს

განაცხადის გაგზავნა:

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: ioselianibetkili@gmai.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია