Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=713042&print=yes&view=jobs
 
მოლარე-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: არქიდეა
გამოქვეყნდა: 07 აპრილი / ბოლო ვადა: 07 მაისი
კომპანია "არქიდეა" არის ქართული კომპანია, რომელიც წარმოადგენს მსოფლიოში წამყვანი ბრენდების წარმომადგენელს საქართველოს ბაზარზე. ჩვენ ქართველ მომხმარებლებს ვთავაზობთ უმაღლესი ხარისხის პროდუქციას ავეჯის, განათების და სახლის აქსესუარების სფეროში.

კომპანია "არქიდეა" აცხადებს ვაკანსიას მაღაზია "ALESSI"-ის მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე, თბილისის ცენტრში.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, დღეში 8 სთ, გრაფიკი ცვალებადი
** დასვენების დრო: კვირაში 2 დღე

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტის თავაზიანი მომსახურება და პროფესიული კონსულტირება წარმოდგენილი პროდუქციის შესახებ
** მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა
** მომხმარებელთან აქტიური კომუნიკაცია და მომსახურება პროდუქციის შერჩევასა და გადაწყვეტილების მიღებაში, სასაჩუქრე შეფუთვა მოთხოვნისამებრ
** წარმოდგენილი პროდუქციის მოწესრიგება და დადგენილი სტანდარტებით განთავსება
** არსებული პროდუქციის რაოდენობებისა და ფასმაჩვენებლების კონტროლი
** დარბაზში სისუფთავის კონტროლი

მოთხოვნები:

** ქართულ ენაზე გამართული მეტყველების უნარი
** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა
** პრიორიტეტი მიენიჭება კანდიდატს მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილებით

სასურველი უნარ-ჩვევები:

** დისციპლინირებული, პასუხისმგებლობის გრძნობით
** თავაზიანობა, მომხმარებელზე ორიენტირებულობა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** კრიტიკულ სიტუაციებში ეფექტური ოპერირების უნარი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი მონაცემები (CV) შემდეგ ელ. მისამართზე: alessistore@archidea-group.com

გთხოვთ, ველში "Subject" მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება "კონსულტანტი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია