Робота для біженців з України
Middle React Native დეველოპერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: Middle React Native დეველოპერი
მომწოდებელი: Hash Bank
გამოქვეყნდა: 07 აპრილი / ბოლო ვადა: 07 მაისი
HashBank არის ციფრული ბანკი, სიახლე ქართულ ბაზარზე. ჩვენი მიზანია შევქმნათ თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული, რევოლუციური პროდუქტი და შევცვალოთ წარმოდგენა საბანკო ინდუსტრიაზე.

ჩვენს გუნდში ვეძებთ გამოცდილ, მოტივირებულ, მაღალი სამუშაო ეთიკის მქონე ადამიანებს კორპორატიული კულტურის ძლიერი შეგრძნებით, რომლებიც მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის.

პოზიციის დასახელება: Middle React Native Developer
გრაფიკი: სრული, ოფისიდან.

ძირითადი ფუნქციები:

** აპლიკაციის (iOS, Android) ახალი ფუნქციების შემუშავება.
** არსებული ფუნქციების გაუმჯობესება.
** კოდის დებაგინგი და აპლიკაციაში არსებული ტექნიკური პრობლემების გადაჭრა.
** პროდუქტის გუნდთან კოორდინაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მობილურ და ვებაპლიკაციებზე მუშაობის 2+ წლიანი პროფესიული გამოცდილება.
** React Native-ის და React-ის საფუძვლიანი ცოდნა.
** Typescript სიღრმისეული ცოდნა.
** RESTful API-სთან მუშაობის გამოცდილება.
** მობილური აპლიკაციების Performance ოპტიმიზაციის ცოდნა.
** Git ვერსიის კონტროლის სისტემის გამოყენების ცოდნა.

გამოცდილება: სავალდებულოა მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება.

უნარები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დედლაინების დაცვის უნარი.
** გუნდური მუშაობის უნარი.
** კომუნიკაბელურობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე მოცემულ მისამართზე: career@hashbank.ge

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 7 მაისი, 2026.

სათაურის ველში მიუთითეთ: Middle React Native Developer.

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ სს "ჰეშ ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.
კანდიდატის მიერ სს "ჰეშ ბანკისთვის" წარდგენილი განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ვალდებულებების და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, მათ შორის, დასაქმების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: career@hashbank.ge

სს "ჰეშ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის, შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე