შპს "Specialty Drinks" წარმოადგენს და დისტრიბუციას უკეთებს საქართველოს ბაზარზე პრემიალურ ევროპულ ყავის, ჩაის და სხვა უალკოჰოლო სასმელების ბრენდებს. ჩვენი პორტფოლიო მოიცავს: ყავის მარცვალს, კაფსულებს, ჩაის, ცხელ შოკოლადს, ყავის ტექნიკასა და აქსესუარებს.
პოზიცია: ბიზნესის განვითარების მენეჯერი
სამუშაო დრო და ადგილი:
** დღეები: ორშაბათი-პარასკევი
** საათები: 10:00-დან 19:00
** ლოკაცია: ქ. თბილისი
ანაზღაურება და ბონუსი:
** 2000-დან 3000 ლარამდე
** სამედიცინო დაზღვევა
** სასაუბრო დრო
პროდუქცია: ყავის მარცვალი, ყავის კაფსულები, ჩაი, ცხელი შოკოლადი, ყავის ტექნიკა და აქსესუარები.
გაყიდვის არხები: მარკეტები, რესტორნები, ბარები, სასტუმროები, კაფეები, ქოფი-შოფები, ოფისები, კლინიკები, სახელმწიფო დაწესებულებები, ივენთები, სხვა კორპორაციული და ფიზიკური კლიენტები.
შესასრულებელი სამუშაოს აღწერილობა:
** საცალო მარკეტების და ჰორეკა მიმართულებით კლიენტებთან გრძელვადიანი და სტაბილური ურთიერთობის ჩამოყალიბების უზრუნველყოფა.
** მზარდი გაყიდვების უზრუნველყოფა.
** კლიენტების რაოდენობრივი ზრდის უზრუნველყოფა.
** კლიენტებთან ხელშეკრულების გაფორმება პროდუქციის მიწოდებაზე.
** კლიენტებთან შეკვეთების აღება, მიწოდების მონიტორინგი და შეთანხმებულ ვადებში გადახდების უზრუნველყოფა.
** კლიენტების სიახლეებზე ინფორმირება და მუდმივი ინფორმაციის გაცვლა.
** ახალი პროექტების ძიება სხვადასხვა არხებით.
** ბრენდების დეგუსტაციების და პრეზენტაციების დაგეგმვა "ბრენდ ამბასადორთან" ერთად.
** ახალი კლიენტების მოძიება და პრეზენტაციების მომზადება.
** თვიური და კვარტალური გეგმების შესრულების უზრუნველყოფა.
** რეპორტინგი ხელმძღვანელთან.
საკონტაქტო ინფორმაცია:
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: specialtydrinks7@gmail.com
|