|
დასახელება:
გაყიდვების ადმინისტრაციული და CRM სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
ბლოქსი
|
|
გამოქვეყნდა: 06 აპრილი
/ ბოლო ვადა: 25 აპრილი
|
სამშენებლო-დეველოპერული კომპანია "ბლოქსი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ადმინისტრაციული და CRM სპეციალისტის პოზიციაზე და ეძებს განვითარებაზე ორიენტირებულ, მოტივირებულ კანდიდატს.
სამუშაო ადგილი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი 19, "დრიმ თაუერი"
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (არაუმეტეს 40 საათი კვირაში)
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად
ძირითადი პასუხისმგებლობები:
** მონაცემთა სიზუსტისა და სრულყოფის კონტროლი CRM სისტემაში;
** გაყიდვების პროცესის მონიტორინგი და ანალიზი (ლიდიდან ხელშეკრულებამდე);
** ლიდების მართვა, კონვერსიის მაჩვენებლების ანალიზი და გუნდის ეფექტიანობის შეფასება;
** გაყიდვების პროგნოზირებისთვის საჭირო მონაცემების დამუშავება;
** ჯავშნების, ხელშეკრულებებისა და გადახდების ეტაპების კონტროლი;
** ავტომატური შეტყობინებების (follow-ups, reminders) დაგეგმვა და მართვა Zoho CRM-ში;
** მარკეტინგული კამპანიების (SMS / Email) შედეგების ანალიზი Zoho Campaigns-ის ან სხვა ინტეგრირებული პლატფორმების გამოყენებით;
** პერსონალიზებული კომუნიკაციის პროცესების მხარდაჭერა (lead nurturing);
** CRM მონაცემებზე დაფუძნებული ანალიტიკური ანგარიშების მომზადება;
** CRM სისტემის გაუმჯობესების ინიციატივების შემუშავება და IT გუნდთან თანამშრომლობა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, მარკეტინგის, ეკონომიკის, IT ან მომიჯნავე მიმართულებით;
** CRM სისტემებთან მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** Zoho CRM-ის პრაქტიკული გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** მონაცემთა ბაზებთან მუშაობისა და ანალიზის გამოცდილება;
** სასურველია გამოცდილება უძრავი ქონების, დეველოპერულ ან გაყიდვების სფეროში;
** ძლიერი ანალიტიკური, კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები;
** დეტალებზე ორიენტირებულობა, ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: info@blox.ge. სათაურის ველში მიუთითეთ: "გაყიდვების ადმინისტრაციული და CRM სპეციალისტი".
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დამუშავდება და შეინახება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
|
|
|
|