Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=712824&print=yes&view=jobs
 
აღრიცხვების ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: აღრიცხვების ოპერატორი
მომწოდებელი: გარანტი ჯგუფი
გამოქვეყნდა: 06 აპრილი / ბოლო ვადა: 06 მაისი
შპს "გარანტი ჯგუფი" (http://garantigroup.ge) ქართული კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 2006 წლიდან ოპერირებს.

კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ისეთ პროდუქციას როგორიცაა: მეტალო პლასტმასის და ალუმინის კონსტრუქცია, ფარდა-ჟალუზი, გარე დამცავი ჟალუზი, ფასადის სისტემები, ლითონის ნაკეთობები და სხვა. "გარანტი ჯგუფი" მუდმივად აანალიზებს მსოფლიო ბრენდების ინდუსტრიულ სიახლეებს და მუშაობს ქართულ ბაზარზე ახალი პროდუქტების დანერგვაზე.

კომპანია მუდმივად ზრუნავს თანამშრომლების განვითარებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე. გუნდში შექმნილია თავისუფალი და მეგობრული გარემო რაც ასევე თანამშრომლების ლოიალობას და კეთილგანწყობას განაპირობებს.

კომპანია "გარანტი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას აღრიცხვების ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, თემქა, ისაკიანის N1
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 1500 ლარი ხელზე ასაღები

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის წარმოებისა და სამონტაჟო მიმართულებისთვის პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება/დამუშავება/სისტემაში შეყვანა
** პროდუქციის - კონსტრუქციების/აქსესუარების/მასალის მიღება-გაცემის პროგრამული ასახვა
** პროექტის ტექნიკური ნახაზის ანალიზი
** პროექტისათვის საჭირო მასალების ანალიზი, მოძიება, წარმოების საწყობის ნაშთების კონტროლი
** პროექტის წარმოებისათვის საჭირო მასალების და აქსესუარების შეკვეთის გადაცემა
** მოძიებული მასალის და აქსესუარების პროგრამული გადაწერა წარმოების სამსახურზე
** კონსტრუქციის დასრულებისთანავე პროექტის კომპლექტაცია
** სამონტაჟო მიმართულებისათვის საჭირო აქსესუარებისა და სამონტაჟო მასალის პროგრამული გამოწერა/გააქტიურება საბუღალტრო პროგრამაში
** სამონტაჟო კონსტრუქციების გააქტიურება საბუღალტრო პროგრამაში
** წარმოების საწყობის ინვენტარიზაციის პროცესში ჩართულობა

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი ან საშუალო პროფესიული განათლება ბუღალტერიაში, ფინანსებში ან ეკონომიკაში;
** აუცილებელია შესაბამისი გამოცდილება/უპირატესობა მიენიჭება, ალუმინის და მეტალო პლასტმასის წარმოებაში მუშაობის გამოცდილებით მქონე კანდიდატებს;
** სასურველია წარმოებისთვის აუცილებელი მასალებისა და აქსესუარების ცოდნა;
** ბუღალტრულ პროგრამაში მუშაობის გამოცდილება; უპირატესობა მიენიჭება ბუღალტრულ პროგრამა ბალანსში (BALANCE) მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს;
** საოფისე პროგრამების ცოდნა; საოფისე პროგრამის EXCEL კარგი ცოდნა;
** ორგანიზებული, დეტალებზე ორიენტირებული, სხარტი;
** გუნდური მუშაობის უნარი, კეთილსინდისიერი.

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@garantigroup.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "აღრიცხვების ოპერატორი".

კომპანია მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია