Робота для біженців з України
საწყობის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის მენეჯერი
მომწოდებელი: რედ განეში
გამოქვეყნდა: 06 აპრილი / ბოლო ვადა: 06 მაისი
შპს "რედ განეშ" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე!

კომპანია "რედ განეშ" 10 წელზე მეტია წარმოდგენილია ქართული კვების ბაზარზე და ერთ-ერთი წამყვანია ნახევარფაბრიკატებისა და მზა პროდუქციის სეგმენტში. კომპანია თანამშრომლობს მსხვილ საცალო ვაჭრობის ქსელებთან.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: სრული.
** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ავჭალის ქუჩა 43.
** ანაზღაურება: 2 500 - 3 000 ლარი (NET).

ძირითადი მოვალეობები:

** მომწოდებლებისგან შემოსული საქონლის/ნედლეულის მიღება, რაოდენობრივი და ხარისხობრივი შემოწმება;
** სასაქონლო ზედნადებების, ინვოისებისა და შეკვეთების შედარება-შეჯერება;
** დეფექტური ან შეუსაბამო საქონლის გამოვლენა და შესაბამის პირებთან კოორდინაცია;
** საქონლის სისტემატური განთავსება და ადგილების ოპტიმიზაცია;
** საწყობის სისუფთავისა და წესრიგის უზრუნველყოფა;
** საწყობის თანამშრომელთა სამუშაოს ორგანიზება და კოორდინაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;

ჩვენ გთავაზობთ:

** დიდ საწარმოს გუნდში მუშაობის შესაძლებლობას;
** უფასო კვებას;
** დაზღვევის პაკეტს;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ ელ-ფოსტაზე office@mzamzareuli.com, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "საწყობის მენეჯერი".

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე