Робота для біженців з України
მძღოლი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლი
მომწოდებელი: Castello
გამოქვეყნდა: 06 აპრილი / ბოლო ვადა: 06 მაისი
მულტიბრენდული ავეჯის, განათებებისა და აქსესუარების შოურუმი CASTELLO აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი 40
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

მოთხოვნები:

** აუცილებელია C კატეგორიის მართვის მოწმობა.
** აუცილებელია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

მოვალეობები:

** ავეჯის მიწოდება სატვირთო მანქანის საშუალებით, თბილისსა და რეგიონების მასშტაბით.
** ავეჯის მიღება/ჩაბარების და დაუზიანებლად გადატანის უზრუნველყოფა.
** კომპანიის კუთვნილი მანქანის მოვლა და მისი ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა.
** კომპანიის საჭიროებებიდან გამომდინარე ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

პიროვნული მახასიათებლები:

** ახალ გარემოში ადაპტაციის უნარი;
** სუბორდინაციისა და შიდაგანაწესის განუხრელი დაცვა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

ჩვენ გთავაზობთ:

** ადეკვატურ სახელფასო სისტემას, ფიქსირებულ ანაზღაურებას (1500 ლარი) და ყოველთვიურ ბონუსს;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს და პირობებს;
** თქვენი პოტენციალის მაქსიმალურად რეალიზაციის საშუალებას;
** განვითარებაზე ორიენტირებულ მეგობრულ გუნდს;

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გთხოვთ მოგვაწოდოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე info@castello.ge და სათაურის ველში - "Subject" მიუთითოთ პოზიციის დასახელება "მძღოლი", წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მოხდება კანდიდატურის განხილვა.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე