Робота для біженців з України
დისტანციური გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დისტანციური გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: სარეკლამო კომპანია
გამოქვეყნდა: 03 აპრილი / ბოლო ვადა: 03 მაისი
სარეკლამო კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების აგენტის პოზიციაზე მოტივირებული, ენერგიული და შედეგზე ორიენტირებული კანდიდატებისთვის.

ჩვენ ვფლობთ მრავალფეროვან საბილბორდე და საბანერე სივრცეებს. თქვენი მთავარი როლი იქნება პოტენციური კლიენტების მოძიება, მათთან ურთიერთობის ჩამოყალიბება და ეფექტური სარეკლამო გადაწყვეტილებების შეთავაზება იმ კომპანიებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ბრენდის ცნობადობის გაზრდითა და საკუთარი პროდუქციის პოპულარიზაციით.

სამუშაო ფორმატი: სრულად დისტანციური - თქვენ თავად ირჩევთ საიდან და დღის რომელ მონაკვეთში იმუშავებთ.
ანაზღაურება: ფიქსირებული (შეთანხმებით) + ბონუსი (3000-50 000 ლარი)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სატელეფონო ზარების განხორციელება არსებულ და პოტენციურ დამკვეთებთან
** ახალი კლიენტების მოძიება, ბაზის შექმნა და მისი განვითარება
** პროდუქციის გაცნობა, შეთავაზება და პრეზენტაციის წარდგენა კლიენტებისთვის
** მოლაპარაკებების წარმოება და პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრების დაგეგმვა/ჩატარება
** გაყიდვების გეგმის შესრულება და შედეგებზე ორიენტირებული მუშაობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამართული და დამაჯერებელი კომუნიკაციის უნარი ქართულ ენაზე
** პრეზენტაციების ეფექტურად მომზადებისა და წარდგენის გამოცდილება
** გაყიდვების მართვის უნარები
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** MS Office (Word, PowerPoint) საბაზისო ცოდნა
** პროფესიონალური იმეილ-კომუნიკაციის უნარი
** Zoom, Google Meet და მსგავსი პლატფორმების ცოდნა

დამატებითი უპირატესობები:

** ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე
** გაყიდვების გამოცდილება, განსაკუთრებით Cold Call-ების მიმართულებით
** მარკეტინგის სფეროში განათლება
** კონტაქტები სხვადასხვა დიდი კომპანიების მარკეტინგის დეპარტამენტებთან

თუ მიგაჩნიათ, რომ აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ მისამართზე: careerorizon@gmail.com. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "დისტანციური გაყიდვების მენეჯერი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე