|
დასახელება:
იურიდიული განყოფილების სტაჟიორი
|
| მომწოდებელი:
ბლექ სი გრუპი
|
|
გამოქვეყნდა: 03 აპრილი
/ ბოლო ვადა: 03 მაისი
|
იურიდიული განყოფილების სტაჟიორი
კომპანიის შესახებ:
"კომპანია ბლექ სი გრუპი" 2005 წელს დაარსდა და მალევე დაიმკვიდრა ლიდერის პოზიცია საქართველოს ბაზარზე. ჩვენი უმთავრესი მიზანი ქვეყნის მასშტაბით საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენა, კეთილმოწყობა და განვითარებაა. მრავალწლიანი საქმიანობის მანძილზე განხორციელებული არაერთი სტრატეგიული პროექტით, ჩვენ ვაშენებთ გზებს, რომლებიც აკავშირებს ქალაქებსა და სოფლებს. დღეს "ბლექ სი გრუპი" ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტების საიმედო შემსრულებელი და დარგის უპირობო ლიდერია.
გუნდში ვეძებთ მოტივირებულ სტაჟიორს, რომლის ძირითადი მოვალეობები იქნება:
** იურიდიული განყოფილების ყოველდღიურ საქმიანობაში მხარდაჭერა;
** ხელშეკრულებების, სამართლებრივი დასკვნებისა და სხვა დოკუმენტების მომზადებაში მონაწილეობა;
** სამართლებრივი კვლევის ჩატარება და საჭირო ნორმატიული აქტების მოძიება;
** იურიდიული დოკუმენტაციის სისტემატიზაცია და ადმინისტრირება;
** სხვა მიმდინარე სამართლებრივი და ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სამართლის მიმართულებით ბაკალავრიატის მეოთხე კურსის სტუდენტი (სასურველია მაგისტრანტი ან კურსდამთავრებული);
** ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად);
** MS Office პროგრამების საბაზისო დონეზე ფლობა;
** გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა, პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობისა და პროფესიული განვითარების სურვილი.
რას გთავაზობთ:
** ანაზღაურებად სტაჟირებას და ჯანმრთელობის დაზღვევას;
** პრაქტიკული გამოცდილების მიღებას კორპორაციულ იურიდიულ საქმიანობაში;
** მუშაობასა და მენტორინგის გამოცდილ იურისტებთან ერთად;
** პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის რეალურ შესაძლებლობას.
სამუშაო პირობები:
** გრაფიკი: სრული
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: Info@bsg.com.ge. სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "იურიდიული განყოფილების სტაჟიორი".
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
|
|
|
|